”იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გილმა დაადასტურა, რომ კლუბი დაინტერესებულია ”კრისტალ პალასის” 20 წლის გარემარბით, უილფრიდ ზაჰათი.ამავდროულად, მისი თქმით, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და შეთანხმების მიღწევამდე ჯერ შორია.
”ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით.ეს ყველაფერია, რაც ამ მომენტისთვის შემიძლია განვაცხადო.-თქვა გილმა Sky Sports-თან ინტერვიუში-მე უკვე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობ ამ სპორტში, რომ მესმოდეს ეს მცნება- არ შეიძლება ტრანსფერი დასრულებულად ჩაითვალოს, როდესაც ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.დიახ, ჩვენ ვცდილობთ მის შეძენას, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ შორი გზაა.”
ასევე დევიდ გილმა დაადასტურა, რომ ”იუნაიტედი” მზადაა შეთანხმდეს ”კრისტალ პალასთან”, რის შედეგადაც უილფრიდი დარჩება ზაფხულამდე ”არწივებში” არენდის წესით.”ჩვენ ახლაც რომ შევთანხმდეთ ზაჰას ტრანსფერთან დაკავშირებით, ის მაინც დარჩება ”კრისტალ პალასში” სეზონის ბოლომდე.”