ჯეიმს უილსონი უმძიმესი ტრავმის მიღების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.
20 წლის თავდამსხმელი იჯარის წესით "დერბი ქაუნთიში" ასპარეზობდა, სადაც მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო და წინასწარი ცნობით, სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა, რომელიც "დერბისა" და "ლიდს იუნაიტედის" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, ტრავმა ორშაბათს ვარჯიშზე მიიღო.
"იჯარის წესით განათხოვრებული ჯეიმს უილსონი "იუნაიტედში" მუხლის უმძიმესი ტრავმის მიღების შედეგად დაბრუნდა. მან დაზიანება ორშაბათს "დერბი ქაუნთის" ვარჯიშზე მიიღო", - ნათქვამია "იუნაიტედის" "თვითერ" პოსტში.
უილსონი "დერბიში" ერთსეზონიანი იჯარის ვადით გადავიდა და ჩემპიონშიპის კლუბში ოთხი მატჩი ჩაატარა, მათ შორის სამი სასტარტო შემადგენლობაში.