თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2016, 19:02
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2631,
კომენტარები: 8
მოურინიო: "პოგბამ სწორედ ის მოგვცა, რაც გვჭირდებოდა"
მოურინიომ პოგბას და კერიკის თამაში შეაფასა
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ "ფენერბახჩესთან" მატჩის შემდეგ დუბლის ავტორზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა. ჟოზეს თქმით, პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" ფენომენალური იყო და ადაპტაციისთვის მას დრო ჯერ კიდევ წინ აქვს.
ფრანგმა ფეხბურთელმა "ლივერპულთან" არასახარბიელო შეხვედრა ჩაატარა, სადაც პორტუგალიელმა მწვრთნელმა იბრაჰიმოვიჩის უკან გაამწესა. გუშინ კი, მაიკლ კერიკთან შეწყვილებულმა პოგბამ, დუბლის შესრულება და შესანიშნავი მატჩის ჩატარება შეძლო.

"ორი დღის წინ ის პრემიერ ლიგის ყველაზე საშინელი ფეხბურთელი იყო, ახლა კი ფენომენალურია. მას დრო სჭირდება. იტალიაში მიმუშავია, მესმის იტალიური ფეხბურთის, მოთამაშეთა ხასიათის. ოთხი-ხუთი წელიწადი სერია ა-ში ყოფნა და შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნება მარტივი არ არის, ტოპ მოთამაშეებსაც კი დრო სჭირდებათ.

მოხარული ვარ გუნდის თამაშის ხარისხით, პოგბამაც სწორედ ის მოგვცა, რაც გვჭირდებოდა. მაიკლ კერიკმა ბალანსი და დინამიურობა მოგვცა, მის წინ მყოფმა ოთხმა ფეხბურთელმა კი ეს იდეალურად გამოიყენა.

პირველი პენალტი პოლის იყო, მან რუნისგან ნებართვა აიღო. ეს გადაწყვეტილება მართებული აღმოჩნდა, თუმცა გამეორება აღარ გვინდოდა, რადგან მეორე პენალტი სულ რამდენიმე წუთში დაინიშნა და მარსიალმა საკუთარი მოპოვებული შესაძლებლობა გამოიყენა. ფეხბურთელებს ყოველთვის ვაძლევ თავისუფლებას, თავად აარჩიონ, ვინ დაარტყამს პენალტს."
- განაცხადა მოურინიომ მატჩის შემდეგ.

წყარო: Manchester Evening News
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
21 ოქტომბერი 2016 19:18
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მართალია ფენერი იყო, მაგრამ მაინც კარგია პოგბას დუბლი. ერთი პირველ რიგში რაც უნდა დახვეწოს ბურთთან ერთად სწრაფად გადაადგილება, ხანდახან გეგონება ძალით დააქვს ბურთიო, ეხლა ჩელსთან უეჭველი 3 ქულას ავიღებთ.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2016 19:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩელსისთან მოგება ჰაერივით ჭირდება გუნდს, მარა რთული თამაში იქნება
0
№3
ავტორი: dachi_mu
21 ოქტომბერი 2016 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოუ არის გენიოსი love love
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ოქტომბერი 2016 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პოგბა, რომ უფრო მოუმატებს ეხლა მაგაზე დავა არც ღირს, უბრალოდ მასში იმხელა თანხაა გადახდილი, რომ ყველა თამაშში რაღაცას ელიან მისგან, მაგრამ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს.
1
№5
ავტორი: stepno
21 ოქტომბერი 2016 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბაა მეტი სტაბილურობაა და იმედიაა ეს მალე მოხდება smile
0
№6
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2016 23:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი კლასია, ისევ ძალიან დიდი დახმარების გაწევა შეუძლია
0
№7
ავტორი: gela-manutd
22 ოქტომბერი 2016 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მტავარი ომი წინაა
0
№8
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2016 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Jozem icis tavis saqmee ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top