როგორც პრესა იტყობინება, ბოლო დღეების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნათლად დაანახა ყველას, რომ სურს შეიძინოს "რეალ მადრიდის" ფეხბურთელი ანხელ დი მარია.
მანჩესტერელებმა გააგზავნეს აგენტები მადრიდში, რათა შედგეს მოლაპარაკება ორ მხარეს შორის. არგენტინელ ფეხბურთელს სურს დატოვოს რეალი უკვე სეზონის დასრულებისას.
ფერგიუსონი 2013 წლის ზაფხულში შეეცდება კლუბში კიდევ 1 ვარსკვლავის დამატებას დი მარიის სახით.
ეს დაინტერესებაც ალბათ "რეალში" შექმნილი პრობელემისა და აურზაურების შედეგია. შეგახსენებთ, რომ კრისტიანო რონალდომაც მოასწრო თავის წასვლაზე საუბარი.