"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ "ფენერბახჩესთან" მატჩის წინ ინტერვიუ მისცა Manutd.Com_ს.
„ ვფიქრობ მე შემიძლია ყველა თამაშში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეს მენეჯერის გადასაწყვეტია და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მე ვითამაშებ, როცა კლუბს დავჭირდები.“
„ ჩვენ ამ სეზონში პრეტენზია ჩემპიონობასთან გვაქვს. რამდენიმე თვეა რაც გუნდში ვითარება შეიცვალა და ვფიქრობ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი და რაღათქმაუნდა შესანიშნავი შემადგენლობა. ვფიქრობ ყველაფერი გვაქვს იმისთვის დიდი კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. “
„ ლივერპულთან დაპირისპირების შემდეგ ქულის წამოღება კარგია, თუმცა ეს იმას არნიშნავს რომ ჩვენ გამარჯვებისთვის არ ვიბრძოლებთ, ბევრი უნდა ვივარჯიშოთ მომენტების გამოყენებაზე. “ - განაცხადა „ წითელი ეშმაკების “ კაპიტანმა.
შეგახსენებთ რომ უეინ რუნი, ორშაბათს, 24 ოქტომბერს 31 წლის ხდება.
ახალი ამბები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.