თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2016, 15:34
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2037,
კომენტარები: 12
ერერა: "შეგვიძლია ვიამაყოთ"
ანდერ ერერას მატჩისშემდგომი კომენტარი.
ერერა:
დღეს პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო. შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და ფრედ, 0-0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდერ ერერა დასახელდა, რომელმაც შეხვედრაში 11 ჩაჭრა განახორციელა, რაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

"პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით, მათ კი მეორე ნახევარში გვაჯობეს. ფრე სამართლიანი შედეგია"

"ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა და ბოლომდე დაიხარჯა. ამიტომ ძალიან გახარებულები ვართ"
- განაცხადა ბასკმა

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 35% ჰქონდა, რაც 2003/04 წლის სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 ოქტომბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენიმე კარგი რამ მაინც მოხდა, თუმცა ოლდ ტრაფორდზე თამაშის ჩაკეტვას და ფრეს ლოდინს აარავინ გაამართლებს
0
№2
ავტორი: REDmonday
19 ოქტომბერი 2016 16:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ერერა კაცია კაცური. სასწაული ხასიათის მქონე ფეხბურთელია
0
№3
ავტორი: shotkin
19 ოქტომბერი 2016 16:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოურინიოს ჩვევია ესეთი თამაშები 2013 წელს მადრიდის რეალით როჩამოვიდა აქ ზუსტად იგივე ტაქტიკა ითამაშა მაგრამ მაშინ რეალს ისეთი ფლანგები ყავდა დიმარია რონალდო და ა.შ რო კონტრშეტევებზე თამამად გადმოდიოდნენ და ჩვენ ლივერპულთან ისეთი ფლანგები გვეყენა რომ გარისკვად ნაკლებად ღიედა და შედარებით ცოტასაც უტევდნენ, მოკლედ ბევრი ფაკტორია გამოსასწორებელი გუნდში ფაკტია რო კაი 7 იანი ჰაერივით გვჭირდება და რაცარუნდა მეტოქეს ვეთამაშოთ და რომელსტადიონზეც არუნდავიყოთ ესეთი ტაქტიკა შედეგს მოიტანს აუცილებლად , გუნდს აშკარად ვნახეთ რო დაცვა შეუძლია ძალიან კარგად და იბრას და პოგბას თუ სწრაფ ფლანგებს დაახმარენ იდეალური იქნება კაირგიც იქნებოდა მაგ თამაშში ამრსიალი გვყოლოდა
0
№4
ავტორი: Lady in red
19 ოქტომბერი 2016 16:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ერერა ძალიან კარგია და ვერ ვხვდები ვან გაალი რატომ ვერ იყენებდა. ძალიან მონდომებულია როცა მოედანზეა და გულიანად თამაშობს მინდა ამას ყველა ფეხბურთელში ვხედავდე.
0
№5
ავტორი: nika_nikusha
19 ოქტომბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მართლა მაგრად ითამაშა ერერამ, იანგმა თუ არაფერი გააკეთა არც გაუფუჭებია, ფელაინი ჩვეული უხეშობით ცდილობდა რაღაცის შექმნას, პოგბა საერთოდ თუ იყო მოედანზე არ იგრძნობოდა იბრამაც ჩააგდო თამაში. მოკლედ ჩემი აზრით ვერ ითამაშეს კარგად
0
№6
ავტორი: REDmonday
19 ოქტომბერი 2016 16:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: shotkin
მოურინიოს ჩვევია ესეთი თამაშები 2013 წელს მადრიდის რეალით როჩამოვიდა აქ ზუსტად იგივე ტაქტიკა ითამაშა მაგრამ მაშინ რეალს ისეთი ფლანგები ყავდა დიმარია რონალდო და ა.შ რო კონტრშეტევებზე თამამად გადმოდიოდნენ და ჩვენ ლივერპულთან ისეთი ფლანგები გვეყენა რომ გარისკვად ნაკლებად ღიედა და შედარებით ცოტასაც უტევდნენ, მოკლედ ბევრი ფაკტორია გამოსასწორებელი გუნდში ფაკტია რო კაი 7 იანი ჰაერივით გვჭირდება და რაცარუნდა მეტოქეს ვეთამაშოთ და რომელსტადიონზეც არუნდავიყოთ ესეთი ტაქტიკა შედეგს მოიტანს აუცილებლად , გუნდს აშკარად ვნახეთ რო დაცვა შეუძლია ძალიან კარგად და იბრას და პოგბას თუ სწრაფ ფლანგებს დაახმარენ იდეალური იქნება კაირგიც იქნებოდა მაგ თამაშში ამრსიალი გვყოლოდა

ზუსტად მაგას ვამბობ მეც

ციტატა: NINI_ivanishvili
ერერა ძალიან კარგია და ვერ ვხვდები ვან გაალი რატომ ვერ იყენებდა. ძალიან მონდომებულია როცა მოედანზეა და გულიანად თამაშობს მინდა ამას ყველა ფეხბურთელში ვხედავდე.



ციტატა: nika_nikusha
მართლა მაგრად ითამაშა ერერამ, იანგმა თუ არაფერი გააკეთა არც გაუფუჭებია, ფელაინი ჩვეული უხეშობით ცდილობდა რაღაცის შექმნას, პოგბა საერთოდ თუ იყო მოედანზე არ იგრძნობოდა იბრამაც ჩააგდო თამაში. მოკლედ ჩემი აზრით ვერ ითამაშეს კარგად

კარგად ვერ ითამაშა რეშფორდმა ზლატანმა და პოგბამ. ფელაინის რაც ევალა ყველაფერი კარგად გააკეთა მაგას მეტს ვერც მოთხოვ.
0
№7
ავტორი: nika_nikusha
19 ოქტომბერი 2016 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
[quote=nika_nikusha]მართლა მაგრად ითამაშა ერერამ, იანგმა თუ არაფერი გააკეთა არც გაუფუჭებია, ფელაინი ჩვეული უხეშობით ცდილობდა რაღაცის შექმნას, პოგბა საერთოდ თუ იყო მოედანზე არ იგრძნობოდა იბრამაც ჩააგდო თამაში. მოკლედ ჩემი აზრით ვერ ითამაშეს კარგად[/quote]
კარგად ვერ ითამაშა რეშფორდმა ზლატანმა და პოგბამ. ფელაინის რაც ევალა ყველაფერი კარგად გააკეთა მაგას მეტს ვერც მოთხოვ.[/quote]


რეშფორდი ცდილობდა მაინც ფლანგიდან გამწვავებას. პოგბამ და ზლატანმა საერთოდ ვერაფერი ქნეს
0
№8
ავტორი: ikeoni
19 ოქტომბერი 2016 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან მაგარი ხარ ანდერ love
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 ოქტომბერი 2016 18:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ანდერი ჟილკიანია და ბოლომდე იხარჯება მარა მონდომება უფრო აქ ვიდრე მოედნის კარგი ხედვა კარგი პასი. მაინც რაღაცა აკლია მარა ძაან საჭიროა გუნდში
0
№10
ავტორი: Legend Sir Alex
19 ოქტომბერი 2016 19:20
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ მაგრად მოუმატა ერერამ და რაც მეტ სათამაშ დროს მიიღებს უფრო განვითარდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top