"ოლდ ტრაფორდზე" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნების შემდეგ პოგბამ დაუყოვნებლივ მიიღო ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.
23 წლის ფეხბურთელის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს და როგორც თავად პოლი აღიარებს, ჯერ კიდევ ეგუება როლს, რომელიც მას მწვრთნელმა არგუნა.
"ჟოზე მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელია, რაც ჩემთვისაც კარგია, მისგან ბევრის სწავლა შემიძლია. იბრაჰიმოვიჩი კი უფროსი ძმასავითაა. მას მოგების მენტალიტეტი აქვს, ზლატანთან ერთად, გუნდს მიზნის მიღწევა შეუძლია, ის "იუნაიტედისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია."
პოგბა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს მოუწოდებს მომთმენნი იყვნენ, რადგან ის ჯერ ადაპტაციის პერიოდშია.
"კიდევ მცირე დრო დამჭირდება "მანჩესტერთან" შესაგუებლად. დრო, რომ მანქანამ მუშაობა დაიწყოს. ხალხს უყვარს პოლ პოგბაზე საუბარი. კრიტიკა იწყება, მაგრამ იმავე დღეს სრულდება. მომდევნი დღიდან, ისევ ჩემს სიმღერას ვრთავ, ვცეკვავ.
"მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება ჩემი კარიერის ახალი ეტაპია. ახალი მოთამაშეები, ახალი მწვრთნელი, ეს შესანიშნავი გამოწვევაა. მოქმედებს თუ არა სატრანსფერო ღირებულება ჩემზე? არა, საერთოდ არა." - აცხადებს პოგბა.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.