ფრანგი თავდამსხმელის გადასვლა "იუნაიტედში" უფრო რეალური ხდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებში დაწინაურდა.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა ხელმძღვანელობა ფრანგის სახით უეინ რუნის ღირსეულ შემცვლელს ხედავს. 30 წლის რუნის ხანგრძლივი ჩავარდნა, ნაკრებისა და კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა, რუნის პერსპექტივებს "ოლდ ტრაფორდზე" საეჭვოს ხდის.
Daily Mirror-მა ჯერ კიდევ გასულ თვეში დაწერა, რომ "წითელი ეშმაკების" აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს სურს, გრიზმანი მისი მორიგი ხმაურიანი შენაძენი გახდეს. მას შემდეგ "იუნაიტედმა" მადრიდელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის კაპიტანს საჯაროდ უჭერს მხარს, მაგრამ ამავდროულად აცნობიერებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუნის იმედი ვერ ექნება. გრიზმანის შეძენა "ოლდ ტრაფორდზე" რუნის კარიერის ფაქტიურ დასასრულს ნიშნავს.
წყარო ასევე ამტკიცებს, რომ 25 წლის ფრანგი თავდამსხმელის "იუნაიტედში" გადასვლის შემთხვევაში მანჩესტერული კლუბი რუნის ამერიკაში ან ჩინეთში გადასვლის საშუალებას მისცემს.
"ატლეტიკოს" რიგებში კი ნათლად ესმით, რომ სეზონის ბოლოს გრიზმანის გაყიდვა გარდაუვალია. მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მომავალთან დაკავშირებული ეჭვი კი გრიზმანის წასვლის ალბათობას მხოლოდ ზრდის.
მცირე ხნის წინ ანტუანმა თავისი აგენტი სამსახურიდან დაითხოვა და ყოველგვარი საფეხბურთო საკითხები საკუთარ ოჯახს გადააბარა. ყველა სხვა ვარიანტს შორის, გრიზმანი კარიერის გასაგრძელებლად პრემიერ ლიგას ირჩევს, სადაც მისი სამსახურით "იუნაიტედის" გარდა "ჩელსიც" ინტერესდება. ორივე კლუბი მზად არის გადაიხადოს 80 მილიონი ფუნტი, რაც "ატლეტიკოს" მიერ მოთხოვნილი თანხაა.
წყარო:
thesun