"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ უეინ რუნის მიმართ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივართა გრძნობები უცვლელია.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში გუნდის კაპიტანმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციიდან სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და საკუთარი თამაშის ძიების ცდისას რუნიმ ადგილი დაკარგა "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში.
მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კი მას "სამ ლომთა" გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ. "იუნაიტედის" პორტუგალიელი თავკაცი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის კაპიტანს მსგავსი რამ "ოლდ ტრაფორდზე" არ ემუქრება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები მას არ უსტვენენ. სიმართლე გითხრათ, "სტოკთან" მატჩის წინა გახურებისას, შეცვლაზე მისი შემოწსვლის წინაც კი ვგრძნობდი, რომ "ოლდ ტრაფორდი" მხარს უჭერდა.
ამიტომ მგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. "მანჩესტერ იუნაიტედში" პატივისცემას გრძნობს, რომელსაც იმსახურებს. რა თქმა უნდა, "ენფილდზე" ასე არ იქნება, მაგრამ იცის, რომ ჩვენთან აფასებენ", - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.