"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აღიარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი ჯერ კიდევ მსოფლიო კლასის ფეხბურთელია.
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა თავისი ადგილი დაკარგა კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში და მისი მონაწილეობა ორშაბათს პრემიერ ლიგის უდიდეს მატჩშიც კი საეჭვოა.
მიუხედავად იმისა, რომ რუნის 13 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, კლოპი არ თვლის, რომ იგი მაღალი დონის ფეხბურთელი აღარ არის. "უეინ რუნი გოლეადორი და სახიფათოა. ასეთი სიტუაცია ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხდება ხოლმე. ჩემთვის ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა. მაგრამ მე "ლივერპულის" მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ უფლება არ მაქვს "იუნაიტედის" ფეხბურთელები მომწონდეს!" - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.