"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში უეინ რუნის ადგილის დაკარგვა მისი პრობლემა არ არის.
30 წლის ფეხბურთელი ცუდმა სათამაშო ფორმამ "წითელი ეშმაკებისა" და "სამ ლომთა" სათადარიგოთა სკამზე მოხვედრამდე მიიყვანა. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა რიგებში რუნიმ უფრო ადრე დაკარგა ადგილი, მაგრამ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გარეთ საუთგეითმა მას მაინც მისცა შანსი მალტის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში, რაც რუნიმ წარუმატებლად გამოიყენა.
მოურინიოს მიაჩნია, რომ უეინი თავს კარგად გრძნობს და მის სანაკრებო მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევს: "ეს ჩემი პრობლემა არ არის. ინგლისის ნაკრები - ჩემი პრობლემა არ არის. როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია რუნი? მზად არის, კარგად ვარჯიშობს და პოზიტიურ განწყობაზეა".
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.