თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2016, 10:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2544,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" "ენფილდის" შუქქვეშ
"ენფილდზე" ისტორიულ მეტოქეთა საღამოს დაპირისპირებები ტრადიციულად სანახაობრივი გამოდის.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ეგიდით "ენფილდზე" საღამოს საათებში მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე მატჩი სანახაობრივი ფრით დასრულდა.

1994 წელს კლასიკური მატჩი ჩატარდა, რომელშიც ექვსი გოლი გავიდა. "წითელი ეშმაკები" სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ ერიკ კანტონას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ სტივ ბრიუსის მიერ გატანილი თავური გოლით, რაიან გიგზის მიერ მეკარე ბრიუს გრობელაარის თავზე გადაგდებული ბურთით და დენის ირვინის შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით.

თუმცა, გრემ სუნესის გუნდმა ნაიჯელ კლაფის დუბლითა ნეილ რადოკის გოლებით წონასწორობა აღადგინა. ბოლო სიტყვა მაინც "იუნაიტედმა" თქვა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი "დუბლის" გაკეთებით, როცა მერსეისადიული მხარე მერვე ადგილს დასჯერდა.

მეორე ბრწყინვალე მატჩი 1999 წელს ჩატარდა, რომელშიც დუაით იორკმა როი კინისა და დევიდ ბექჰემის შესანიშნავი მოქმედება გოლით დააგვირგვინა. დენის ირვინმა ბრედ ფრიდელის კარი 11-მეტრიანი დარტყმით აიღო და ანგარიში 2-0 გახდა, მას შემდეგ, რაც ჯეიმი კარაგერმა საჯარიმოში იესპერ ბლომქვისტსზე უხეშად ითამაშა, მაგრამ "ლივერპულმა" კვლავ გაათანაბრა ანგარიში.

კარაგერის მსგავსად საჯარიმოში წესების დარღვევით ითამაშა თავად ბლომქვისტმა ოივინდ ლეონჰარდსენის წინააღმდეგ. მოგვიანებით კი მსაჯმა დევიდ ელერეიმ მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. რიცხობრივი უპირატესობით "ლივერპულმა" მატჩის მიწურულს ისარგებლა და პოლ ინსმა ანგარიში 2-2 გახადა. ალექს ფერგიუსონის გუნდმა კი იმ წელს ტრებლი მოიგო.



წყარო: manutd.com
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
15 ოქტომბერი 2016 12:01
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ხოდა ფრეების ტრადიცია ორშაბათს დასრულდება ჩვენს სასრგებლოთ და სამ ქულას წამოვიღებტ მესმის ძნელი იქნება, მაგრამ შეუძლებელია არაფაერია.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
15 ოქტომბერი 2016 12:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანახაობრივ ფრეზე არ ვართ თანახმა winked
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 ოქტომბერი 2016 12:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოხ პოლ ინს wink
1
№4
ავტორი: redarmy10
15 ოქტომბერი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ინსმა ანგარიში 2-2 გახადა. ალექს ფერგიუსონის გუნდმა კი იმ წელს ტრებლი მოიგო.

love love
0
№5
ავტორი: stepno
15 ოქტომბერი 2016 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაა მაგარიი სანახაობაა მართლაა love რა მაგრად მინდა რო გამახარონ რაა feel
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top