"მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთხელ გააგზავნის თავის სკაუტებს პორტუგალიაში, რათა თვალი მიადევნონ "ბენფიკის" მცველს ეზეკილ გარაის. "იუნაიტედის" მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, არგენტინელს რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის შემცვლელად მიიჩნევს.
Sportsmail-ის ცნობით, ამ სეზონში "იუნაიტედი" თვალს ადევნებდა გარაის "სპორტინგ ლისაბონისა" და "ოლჰანენსის" წინააღმდეგ თამაშში. ასევე "წითლების" წამომადგენლები ესწრებოდნენ წინა კვირას "ბენფიკისა" და "პორტოს" დაპირისპირებას, რომელიც ფრედ, 2-2 დამთავრდა. ამ დროისთვის "ბენფიკა" პირველ ადგილზეა "პორტუგალიის ლიგაში" და თავის წინამორბედს 3 ქულით ლიდერობს. თუმცა მათ აქვთ ფინანსური პრობლემები, ისინი ვეღარ ახერხებენ 26 წლის მცველისთვის ხელფასის გადახდას და აპირებენ სატრანსფერო ფანჯარაზე მის გაყიდვას. 15 მილიონად შეფასებულ სამხრეთ ამერიკელს ასევე უკავშირებენ "იუვენტუსს" და სხვა ევროპულ გუნდებს. ასევე მას ნაკრების მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული.