თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2016, 14:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 9
კლუბის განცხადება: "ლივერპული" V "იუნაიტედი"
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ერთობლივი მოწოდება.
კლუბის განცხადება:
საფეხბურთო კლუბებმა, "ლივერპულმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გულშემატკივრებს მოუწოდეს, დახმარება გაეწიათ 17 ოქტომბერს "ენფილდზე" გასამართი შეხვედრის მსვლელობისას ნებისმიერი დისკრიმინაციული და თავდასხმითი ქმედებების თავის არიდებაში.

კლუბები ერთად მოქმედებას აგრძელებენ და პატივს სცემენ ისტორიულ დაპირისპირებას, მაგრამ ხელს არ შეუწყობენ არავითარ თავდასხმით და დისკრიმინაციულ ქმედებას.

განცხადებაში ნათქვამია: "ორივე კლუბი, მათი მხარდამჭერები და ფეხბურთის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ამ ისტორიულ და ამაღელვებელ მატჩს სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი და უძველესი დაპირისპირების მქონე გუნდებს შორის.

ჩვენს გულშემატკივრებს შორის ეს დიდი დაპირისპირებაა და ყველა მხარდამჭერს ვთხოვთ, გამოიჩინონ პატივისცემა და თავიდან აირიდონ თავდასხმითი თუ დისკრიმინაციული ქმედებები მატჩის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გულშემატკივარს სტიუარდები თავდასხმის ან დისკრიმინაციული ქმედების გამოვლენის ნებისმიერ ფორმას აღმოუჩენენ, ისინი გაძევებულნი იქნებიან სტადიონიდან, ან დააპატიმრებენ და აღარ დაიშვებიან სტადიონზე.

პრემიერ ლიგის კალენდარში ეს შეუდარებელი მატჩია და ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდით უწყვეტი მხარდაჭერისთვის თამაშის ასეთ მნიშვნელოვან ნაწილში".


მასპინძელი სამაუწყებლო კომპანიის მიხედვით, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩები ყველაზე ყურებადია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და მას 200 ქვეყანაში 700 მილიონი ადამიანი მიადევნებს თვალს.

წყარო: manutd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
14 ოქტომბერი 2016 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
bichebo vinmem icit universalze iqneba tu ara?
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
14 ოქტომბერი 2016 14:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველა უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე რო ფეხბურთის გულშემატკივრობა დისკრიმინაციულ ან სხვაგვარ დამამცირებელ შეურაცყოფაში არ უნდა გადავიდეს...
0
№3
ავტორი: I L C
14 ოქტომბერი 2016 14:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: SANDROGRIGA
ყველა უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე რო ფეხბურთის გულშემატკივრობა დისკრიმინაციულ ან სხვაგვარ დამამცირებელ შეურაცყოფაში არ უნდა გადავიდეს...


ხო მარა გარკვეულწილად ეგეც მატებს ხიბლს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2016 15:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საკუთარი გუნდის თამაშებზე დასწრების აკრძალვა ყველაზე დიდი სასჯელია ამ ფანებისთვის და არამგონია ვინმემ რამე უაზრობა იკისროს. ეცადონ ფანობით აჯობონ მოედანზე და თამაშის დროს რამე ცენზურაობა არ ქნან. არ მახსენდება დიდად ეგეთი ქმედებები მარა მაინც
0
№5
ავტორი: kobinio
14 ოქტომბერი 2016 15:32
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იღბალს გისურებთ იუნაიტედ <3
0
№6
ავტორი: Curry
14 ოქტომბერი 2016 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
არამგონია მსგავსი რამ განმეორდეს, არც იქნება რამე გასაკვირი, თუმცა ძალიან დაძაბული და ემოციური იგრა რომ იქნება მაგაში დარწმუნებული ვარ. ისე კარგი იქნებოდა სადმე კლუბში ვიკრიბებოდეთ.
0
№7
ავტორი: ikeoni
14 ოქტომბერი 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
Erti suli maqvs rodis mova orshabati da gavxevt am sirebs
0
№8
ავტორი: K1llsw1tch
14 ოქტომბერი 2016 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: makaveli
bichebo vinmem icit universalze iqneba tu ara?

Barca - Deportivo iqneba universalze mag dros :(( pitaloebi simon
0
№9
ავტორი: stepno
15 ოქტომბერი 2016 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედიაა გავარღვევთ იმედიაააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top