ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რამდენად სჯერა თავისი ფეხბურთელების თვითმოტივირებისა, რაც უმთავრესი ფაქტორი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ახლებურად გადაწყობაში.
მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო ცნობილია, როგორც დიდებული მენეჯერი, რომელიც მაქსიმუმს იღებს თავისი გუნდისგან, პორტუგალიელი აღნიშნავს, რომ წარმატება ინდივიდუალიზმიდან მოდის.
ჟოზე ამტკიცებს, რომ მისი სამოტივაციო მეთოდები მხოლოდ მაშინ ამართლებს, როცა ფეხბურთელი სრული პოტენციალის გამოვლენას ესწრაფვის.
"ვფიქრობ, ეს უფრო ადამიანთა ნატურაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი ის არის, თუ ვინ ხარ და ჩემი უდიდესი მოტივაცია სწორედ ეს იყო. თუკი გარე წყაროს ეძებ მოტივაციისთვის, იმდენად ძლიერი არ ხარ, როგორიც შეგიძლია იყო. მოტივაციის გარე წყარო ზუსტად ეს არის - გარე წყარო.
მოტივაცია შეიძლება შენ გეკუთვნოდეს. ოდნავ ასე ხდება ჩემს, როგორც ლიდერის შემთხვევაში. როცა მე მიწევს მოთამაშის მოტივირება, ერთადერთი, რაც ვარ, ზემდეტი მოტივაცია ვარ ფეხბურთელისთვის, რომელიც უკვე მოტივირებულია. მაგრამ, როცა იმ ადამიანთა მოტივირება მიწევს, ვინც მოტივირებული არ არის, მაშინ მოტივაციის გარე წყაროს სულაც არ წარმოვადგენ. მე მხოლოდ სამოტივაციო წყარო ვარ და ეს არასაკმარისია.
შენზეა დამოკიდებული. სხვებს ვერ დაელოდები მოტივირებისათვის. ვერც კრიტიკისათვის. საკუთარი თავის კრიტიკოსი თავადვე უნდა იყო. ვერ დაელოდები ადამიანებს, რომ შეგაქონ, შეიძლება, ამგვარად არც არასდროს მოიქცნენ. ამიტომ, საკუთარი თავი შენ უნდა განსაჯო. საკუთარი თავის ანალიზი და დახასიათება თავად უნდა მოახდინო. უნდა იცოდე, როდის იქცევი სწორად და როდის არასწორად, რაში გჭირდება გაუმჯობესება.
უფრო მეტად ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული, ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები გარე, მოტივაციის დამატებითი წყაროები არიან", - განაცხადა მოურინიომ.