"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მცველებმა, ჯეიმი კარაგერმა და გარი ნევილმა მოწინააღმდეგე კლუბის იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეულები დაასახელეს, რომელთა წინააღმდეგაც თამაში მოუწიათ.
კარაგერმა გუნდის მეკარედ ლეგენდარული შმეიხელი აირჩია, რომელმაც "იუნაიტედის" რიგებში 398 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანაც კი მოახერხა. დაცვის ხაზი გარი ნევილის, რიო ფერდინანდის, ნემანია ვიდიჩისა და პატრის ევრასგან დააკომპლექტა. ნახევარდაცვის ცენტრში როი კინისა და პოლ სქოულზის დუეტი დააყენა, ფლანგებზე რონალდუ და გიგზი, ხოლო თავდასხმის ხაზში რუნი და ლეგენდარული ნისტელროი გაამწესა.
კარაგერის საუკეთესო თერთმეტეული
ნევილის თერთმეტეულის მეკარე რეინა გახლავთ. ინგლისელმა დაცვის ხაზი შემდეგნაირად დააკომპლექტა: ბაბელი, ჰენჩოზი, ჰიიპია და კარაგერი. ნახევარდაცვის ცენტრალური ზონა მასკერანოსა და ალონსოს დუეტს ანდო, ფლანგებზე ჯერარდი და ბარნსი გაამწესა, ხოლო თავდასხმის დუეტად ოუენი და ტორესი აირჩია.
ნევილის საუკეთესო თერთმეტეული
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.