''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, რომ ''ლივერპულთან'' მატჩის წინ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდს გააჩნდეს მოტივაცია და ფეხბურთლებს ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.
ორშაბათს ''იუნაიტედს'' ძალიან დიდი და რთული გამოცდა ელის ''ენფილდზე'', ამიტომ არმიელთა მთავარმა მწვრთნელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოიპაროს ''ლივერპულიდან'' სამი ქულა და ცხრილში მაღალ პოზიციებზე გადაინაცვლოს .
ბოლო ხანებში UEFA-ს მიერ ჩატარებულ სამწვრთნელო კონფერენციაზე ჟოზემ ახსენა მოტივაცია და განაცხადა, რომ ადამიანის ბუნებაში ყველაზე დიდი მოტივაციაა საკუთარ თავს დაუსვა კითხვა ''ვინ ხარ შენ ?''. მოურინიოს განმარტებით, ამ კითხვას ყველა ადამიანი უნდა უსვამდეს თავის თავს.
''მართალია, ყველა ადამიანი უნდა იყოს მოტივირებული და ყველა უნდა ეკითხებოდეს თავის თავს, თუ ვინ არის ის, მაგრამ ფეხბურთში სხვაგვარდაა. იმისათვის, რომ მოედანზე იყო მოტივირებული, ამაში მეწყვილეები უნდა გიწყობდნენ ხელს, ძნელია იყო მოტივირებული შეტევაში, როცა გუნდი თავდაცვაზეა ორიენტირებული და ა.შ.''-განაცხადა პორტუგალიელმა
მან ასევე დასძინა, რომ ფეხბურთელს მეტი კრიტიკულობა მართებს მოედანზე, რათა თავად არ გახდეს შემდგომ კრიტიკის საგანი.
''ვფიქრობ, ბედნიერია ის, ვისაც აქვს საშუალება მოტივაცია გარემოსგან მიიღოს, მაგრამ თუ გარემო მას ხელს არუწყობს, მაშინ თავისი თავის მიმართ როგორც ავღნიშნეთ, მეტი კრიტიკულობა მართებს''-დაასრულა მოურინიომ.