თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2016, 10:15
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2668,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" ისკოს სიტუაციას აკვირდება
ესპანელი "რეალის" დატოვებაზე ალაპარაკდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურადაა დაინტერესებული ესპანელი ნახეავრმცველით, ისკო ალკარონით, რომელიც "რეალის" საკუთრებაა. საქმე იმაშია, რომ "რეალის" ფრანგი დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი არ ენდობა ისკოს და ესპანელი "სამეფო კლუბში" სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის. 24 წლის ნახევარმცველი უმეტეს წილად სათაგარიგოთა სკამიდან ერთვება თამაშში, მან წლევანდელ ლა ლიგის სეზონში, მხოლოდ ერთი თამაში დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

ფეხბურთელი ასეთი როლით უკმაყოფილოა, "იუნაიტედი" კი, შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება და შესაძლებლობის შემთხვევაში, მზადაა ესპანელი შეიძინოს. ისკო "მალაგას" აღზრდილია, "რეალს" კი ესპანელი სწორედ მშობლიური კლუბიდან შეუერთდა 2013 წელს.

"თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და სიტუაცია არ შეიცვალა, სეზონის დასრულების შემდეგ, მე დავტოვებ ჩემს ამჟამინდელ კლუბს, უკვე 24 წლის ვარ და ჩემი განვითარებისთვის სათამაშო დრო მჭირდება." - განაცხადა ისკომ.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
14 ოქტომბერი 2016 10:38
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ მაგრად მევასება ისკო, ასე რომ ვთქვათ მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, სამწუხაროთ ვერ განვითარდა ისე როგორც უნდა განვითარებულიყო დარჩენილია იმ დონეზე რაც თავიდანვე იყო, ძალაინ სამწუხაროა, რომ რეალი მორიგ ნიჭიერ ფეხბურთელს აფუჭებს. რაც შეეხება ისკოს იუნაიტედში მოსვლას და რომ მოვიდეს მაშინ გუნდს რამოდენიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს.
0
№2
ავტორი: ALEXI END POGBA
14 ოქტომბერი 2016 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Movies da wavides fela da shneiderlini
0
№3
ავტორი: giorgiginturi
14 ოქტომბერი 2016 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
არარის ცუდი იგროკი სიამოვნებით ველი ჩვენთან, ოღონდ მართლა ცოდოა მერე შნეიდერლინი და ჯობია გაუშვან, ეგეც ფელაინიც ბასტიანიც,
საკმარისი იქნება პოგბას გვერდით ისკო, ერერა და კერიკი..
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
14 ოქტომბერი 2016 10:51
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ციტატა: ALEXI END POGBA
Movies da wavides fela da shneiderlini


ეს რომ მოვიდეს ფელა და მორგანი კი არა, მატა და ერეა უნდა წავიდნენ, ან ერთ-ერთი მაინც.
0
№5
ავტორი: ikeoni
14 ოქტომბერი 2016 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ar iqneba cudii
0
№6
ავტორი: dybbuk
14 ოქტომბერი 2016 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ხალხო რატო ურევთ ნახევარმცველების როლებს ერთმანეთში?! სად ისკო და სად შნაიდერლინი, ვაფშე სხვადასხვა საქმე ევალებათ ტიპებს, კაი იგროკია ბაზარი არაა, მაგრამ აი მატას მე პირადად საერთოდ არ მირჩევნია
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
14 ოქტომბერი 2016 11:23
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ციტატა: dybbuk
ხალხო რატო ურევთ ნახევარმცველების როლებს ერთმანეთში?! სად ისკო და სად შნაიდერლინი, ვაფშე სხვადასხვა საქმე ევალებათ ტიპებს, კაი იგროკია ბაზარი არაა, მაგრამ აი მატას მე პირადად საერთოდ არ მირჩევნია


+1 მორგანის და ისკოს პოზიცია ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც ცა და დედემიწა.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2016 11:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ ამასაც ფლანგისთვის მოიყვანენ ძაან ცუდი იქნება. ისე მაგრად მევასება და ვფიქრობ ინგლისშიც არ გაუჭირდება, დიდი ხანია მინდა გუნდში, იმის მიუხედავად რომ ბევრი გვყავს ამის პოზიციის
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
14 ოქტომბერი 2016 12:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რატომღაც არ მევასება ისკოს ტიპის ფეხბურთელები და ჩემი აზრით სუფთა ესპანური ფეხბურთის მოთამაშეა და ასე მგონია მანჩესტერში არ იქნება მისი ტრანსფერი წარმატებული, ისკო, გიოთზე თითქმის ერთი სტილის ფეხბურთელები არიან. ისკო არაა ისეთი მოძრავი და კარგი როგორც მაგალითად დავიდ სილვა, ჩემი აზრით მატაზე მეტად დაიჩაგრება ისკო პრემიერ ლიგაში, იმიტორო ძაან უმოძრაო ფეხბურთელია და ძირითადად სულ პატარა პასები უყვარს
0
№10
ავტორი: man21utd
14 ოქტომბერი 2016 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
მხითარიანის და მატას ანალოგია ეს და ან ერთი უნდა გავუშვათ ან მეორე პლიუს რუნი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top