თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2016, 11:50
ავტორი: love united,
ნანახია: 2021,
კომენტარები: 9
მოგონებები "ენფილდზე": ოშის გამარჯვების გოლი
"იუნაიტედის" რიგითი გულშემატკივარი იმ ემოციებს იხსენებს, რომელიც ჯონ ოშის გოლს მოჰყვა.
მოგონებები
"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგითი გულშემატკივარი, ბენ ჰიბსი "ლივერპულის" კარში ჯონ ოშის ბოლო წუთზე გატანილ გოლს იხსენებს:

"დაძაბულობა ყოველთვის მატულობს, როდესაც "იუნაიტედი" "ენფილდს" სტუმრობს. ყოველთვის გაკანკალებს სტენლის პარკის გავლისას, სანამ მას ბოლომდე გაივლი და სტადიონზე შეხვალ. აქ ყოველთვის უკეთესად ვგრძნობ თავს, რადგან გარშემო ძალიან ბევრი "წითელი" მიდგას. 2007 წლის მარტში კი ეს დაძაბულობა გაორმაგებული იყო: "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტული უკვე 4 წლის განვმალობაში არ ჰქონდა მოგებული, როდესაც "ჩელსიმ" ბოლო 2 სეზონში ზედიზედ მოიგო ეს ჩემპიონატი. სერ ალექსის ბიჭები ლიდერობდნენ. "ლურჯები" ჩვენ 9 ქულით ჩამოგვრჩებოდნენ, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. "ლივერპულს", რომელიც მესამე პოზიციას იკავებდა, 19 ქულით ვასწრებდით. მახსოვს რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტი ამ თამაშის შესახებ: ეს იყო ხისტი, დაძაბული და გახსნილი მატჩი. როდესაც პოლ სქოულზი მოედნიდან გააძევეს(86-ე წუთზე), მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. ქულის წამოღება "ენფილდიდან" არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ "წითლებმა" მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს დარტყის უფლება მოიპოვეს, საჯარიმოსთან საკმაოდ ახლოს. რაიან გიგზი და კრიშტიანუ რონალდუ მსჯელობდნენ, თუ რა გაეკეთებინათ. რუნიმ დაიწყო მოძრაობა, საამ დაარტყა, რეინამ მოიგერია. ბურთი ოშის მიუვიდა, რომელმაც მაღლა დაარტყა. უცბად ყველაფერი აფეთქდა ჩემს ცხოვრებაში. ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად არ ხდება. დასრულდა ჩემი ნერვიულობა. ჩვენი სექტორი ხმაურობდა. ბოლო წუთზე ყველაფერი შევცვალეთ, უკეთესი რამ არ შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველამ იცოდა, რომ ტიტული ჩვენი იყო. "მოურინიო, გესმის? უბრალოდ ტიტული კარგად შეინახე!" დიახ, მაისში მის წასაღებად დავბრუნდით."

ვიდეოები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2016 11:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთ-ერტი საუკეთესო მომენტი იყო და ალბათ არასდროს დამავიწყდება love
1
№2
ავტორი: datonuc
13 ოქტომბერი 2016 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 88
დამბურძგლა
0
№3
ავტორი: redarmy10
13 ოქტომბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
კაი იყოოო love love love
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
13 ოქტომბერი 2016 14:24
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ეს ტკბილი მოგონებები ბაბუ love ოში ერთ დროს კარგი მცველი იყო.
0
№5
ავტორი: shotkin
13 ოქტომბერი 2016 15:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს მახსოვ მაგარი დღე იყო მაშინ ძმაკაცს მაზიანი მოვუგე სნიკერსები ლივერპულის ბალეშიკს და იმენა ოშიმ შიგ დედის ჭუჭრუტანაში სეუსრულა ლივერპულს
0
№6
ავტორი: I L C
13 ოქტომბერი 2016 15:53
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
სხვათაშორს განაპირა მცველები აქტიურობენ ლივერპულთან ხშირად ვალენსია რაფაელი ოში...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: stepno
13 ოქტომბერი 2016 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Raa magari momentiaa
0
№8
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2016 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Rogor maxsovs es tamashi ubanshi yvelas esmoda chemi xma))))
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2016 17:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოველტვის სასიამოვნოა ლივერპულთან გამარჯვება, მითუმეტეს ასეთ სტილში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top