"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ერიკ ბაიი "იუვენტუსისა" და მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის გულშემატკივარად მოგვევლინა, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე უწოდა.
ზაფხულში "ვილიარელიდან" შეძენილმა აფრიკელმა United Review-სთან ინტერვიუში "ფეხბურთი და მე" სექციაში რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, რომელთაგან ხუთ ბლიცპასუხს აქვე მოვიყვანთ.
აფრიკის ისტორიაში უდიდესი მოთამაშე...
ჩემი მეგობარი, დიდიე დროგბა. ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშე...
ჩემთვის ასეთი ზინედინ ზიდანია.
საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე გინახავს...
"ბაიერ ლევერკუზენის" კარში ზიდანის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი.
სხვა პოზიციები, რომლებზეც გითამაშია...
არასდროს მითამაშია შემტევად! "ესპანიოლში" პატარაიობისას დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი.
უდიდესი ამბიცია...
"იუნაიტედთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება. ნამდვილად!