თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2016, 10:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2299,
კომენტარები: 16
პოგბა: "ჯერ კიდევ ადაპტირების პროცესში ვარ"
პოლ პოგბა თვლის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები ჯერ არ გამოუვლენია.
პოგბა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის თამაშს ჯერ კიდევ ეგუება.

"ოლდ ტრაფორდზე" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნების შემდეგ პოგბამ დაუყოვნებლივ მიიღო ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

23 წლის ფეხბურთელის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს და როგორც თავად პოლი აღიარებს, ჯერ კიდევ ეგუება როლს, რომელიც მას მოურინიომ არგუნა.

"ვცდილობ მივეჩვიო. ის მოთამაშე ვარ, რომელიც წინ წასვლას ამჯობინებს. მწვრთნელი ინსტრუქციებს მაძლევს, მე კი მათ შესრულებას ვცდილობ.

ბურთი უნდა დავიბრუნო და დაცვაში გავისარჯო. ამის გამო ოდნავ განსხვავებულად ვთამაშობ - პირლოს სტილში.

მე უნდა ვითამაშო, ჩემს ადგილას ვიყო ბურთის დასაბრუნებლად და გუნდის თამაშში მონაწილეობის მისაღებად",
- განაცხადა პოგბამ.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2016 10:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულთან ნახევარდაცვამ უნდა იკაცოს პირველ რიგში და თავისთავად პოგბასგან ველით კარგ თამაშს. ბევრ რამეს გადაწყვეტს ეგ
0
№2
ავტორი: DRJBECKHAM
13 ოქტომბერი 2016 10:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: გიორგი
ლივერპულთან ნახევარდაცვამ უნდა იაკცოს პირველ რიგში და თავისთავად პოგბასგან ველით კარგ თამაშს. ბევრ რამეს გადაწყვეტს ეგ

წესით ნახევარდაცვაში უნდა ვაჯობოთ, გუნდურად უნდა ვაჯობოთ პირველ რიგში და ფლანგებმა ითამაშონ კარგად, რეშფორდის და კლაინის დუელი იქნება საინტერესო
1
№3
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2016 10:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: გიორგი
ლივერპულთან ნახევარდაცვამ უნდა იაკცოს პირველ რიგში და თავისთავად პოგბასგან ველით კარგ თამაშს. ბევრ რამეს გადაწყვეტს ეგ

წესით ნახევარდაცვაში უნდა ვაჯობოთ, გუნდურად უნდა ვაჯობოთ პირველ რიგში და ფლანგებმა ითამაშონ კარგად, რეშფორდის და კლაინის დუელი იქნება საინტერესო

გუნდურად გვაჯობებენ თუ გვაჯობებენ და მაგის მეშინია თორე ჰენდერსონის დაჭერილი ცენტრი მოვ*** areyoukiddingme
2
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ოქტომბერი 2016 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აბა შენ იცი პოლ, წინ დიდი გამოცდა გელის winked
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
13 ოქტომბერი 2016 10:49
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: გიორგი
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: გიორგი
ლივერპულთან ნახევარდაცვამ უნდა იაკცოს პირველ რიგში და თავისთავად პოგბასგან ველით კარგ თამაშს. ბევრ რამეს გადაწყვეტს ეგ

წესით ნახევარდაცვაში უნდა ვაჯობოთ, გუნდურად უნდა ვაჯობოთ პირველ რიგში და ფლანგებმა ითამაშონ კარგად, რეშფორდის და კლაინის დუელი იქნება საინტერესო

გუნდირად გვაჯობებენ თუ გვაჯობებენ და მაგის მეშინია თორე ჰენდერსონის დაჭერილი ცენტრი მოვ*** areyoukiddingme

ძირითადად პოზიციურად თამაშობენ და ფლანგებიდან უტევენ, მანე და კოუტინიო მაგარ ფორმაშია და იმედია ჩვენი ფლანგელები გააჩერებენ
0
№6
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2016 11:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კონტრშეტევებზე ძაან გაგვიჭირდება, მთავარია სივრცეები არ ჰქონდეთ თორე გადაგვირბენენ, ძაან სწრაფად გადადიან შეტევაზე და გოლებსაც მოუხშირეს, ადრე მაზავდნენ მაინც wink

ერთადერთი მაგათი დაცვის სისუსტის იმედი მაქვს
0
№7
ავტორი: REDmonday
13 ოქტომბერი 2016 11:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ლივერთან ისევ მარსიალის გოლი გამისწორდება და ისევ იმ სტილში 3 კაცი რო ტრიბუნაზე საყურებლად გაუშვა, ასეთ თამაშებში გუნდი ხასიათით უნდა გამოდიოდნენ, საშემსრულებლო ოსტატობა არცერთს არ აკლია. ხასიათით უნდა მიაწვნენ, ის რო ლივერი მანჩესტერის დაუძინებელი მტერია და არცერთ სანტიმეტრს არ დაუთმობენ მოდანზე ზედმეტად.
0
№8
ავტორი: stepno
13 ოქტომბერი 2016 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოლ იმედია ჰოლანდიასთან რო დაუბაგუნე ერთს ეგეთს ლივესთანაც გაისვრი
0
№9
ავტორი: dybbuk
13 ოქტომბერი 2016 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ისე მართლა ჭირდება ადაპტაცია, ფაქტიურად არ უთამაშია ეპლ-ში და არაა ესე მარტივი უცებ მოერგო გუნდს, უბრალოდ შეთამაშების ამბავია თორე მშვენიერი ნახევარდაცვა გვყავს, ლივერთან კიდე მთავარია არ წავაგოთ, როგორც მოგება იმოქმედებს ფსიქოლოგიურად კარგად იმდენადვე ნეგატიურად იმოქმედებს წაგება, ასე რომ ფრეც არ იქნება ცუდი შედეგი, მთავარია გუნდმა სახე არ დაკარგოს
0
№10
ავტორი: redarmy10
13 ოქტომბერი 2016 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
უკვე დიდი დრო გავიდა და სეზონის ბოლოსაც იგივეს არიტყვის იმედია : ((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top