17 ოქტომბერს "ლივერპული" თავის დაუძინებელ მტერს, "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. შეხვედრას მანჩესტერელი მსაჯი, ენტონი ტეილორი განსჯის.
ენტონი ტეილორმა კარიერაში სულ 374 მატჩში იმსაჯა. აქედან ფეხბურთელებს 1184 ყვითელი და 43 წითელი ბარათი უჩვენა. მის ანგარიშზე 113 დანიშნული თერთმეტმეტრიანია.
პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში ტეილორის ანგარიშზე 144 მატჩი, 485 ყვითელი, 15 წითელი და 32 თერთმეტრიანია.
მიმდინარე სეზონში ტეილორმა 9 შეხვედრაში იმსაჯა და ფეხბურთელებს 27 ყვითელი ბარათი უჩვენა
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო ათი მატჩიდან რვა მოიგო, ბოლო სამიდან კი- სამივე.
გუნდები პრემიერ ლიგის ცხრილში მე-4 და მე-6 პოზიციებს ინაწილებენ. კლოპის შეგირდებმა 7 თამაშიდან 5-ის მოგება მოახერხეს, მოურინიოს გუნდის ანგარიშზე კი 4 გამარჯვებაა.