პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედში" უთამაშებლობას ნანობს.
ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რვა წელი გაატარა "იუვენტუსში" და სამჯერ მოიგო სერია A.
ნედვედს ხშირად უკავშირებდნენ ინგლისისში გადასვლას და მის უმთავრეს მსურველად "ჩელსი", მოიაზრებოდა, თუმცა 44 წლის ნედვედი აცხადებს, რომ თავად მას ყოველთვის "იუნაიტედში" სურდა თამაში.
როცა ჰკითხეს, თუ რას ნანობდა თავის კარიერაში, ჩეხმა უპასუხა: "იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" არასდროს მითამაშია, არადა, მინდოდა.
ჩემთვის ეს არასდროს შემოუთავაზებიათ, მხოლოდ "ჩელსი" გამოავლინა სურვილი.
მომწონდა პოლ სქოულზისა და რაიან გიგზის თაობა, რომელსაც ვეთაყვანებოდი. კარელ პობორსკის მშურდა კიდეც, რადგან მან დიდებულ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ვიცი, მას ახლაც უყვარს ისინი".