"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" იმ კლუბთა შორის იყვნენ, რომლებიც ზაფხულში "ბარსელონადან" ნეიმარის გადაბირებას ცდილობდნენ.
გასულ ზაფხულს 24 წლის ბრაზილიელი სერიოზულად ყოყმანობდა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასა და სხვა კლუბში გადასვლას შორის არჩევანის გაკეთებაზე, რაც თავისთავად სარფიანი ნაბიჯი იქნებოდა.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ "ბარსას" ნეიმარის სარფიანად გაყიდვის ოთხი ვარიანტი ჰქონდა. მაგალითად, პსჟ მზად იყო ნეიმარისთვის ხელფასის სახით კვირაში 700 ათასი ფუნტი გადაეხადა.
ნეიმარის შეძენა "რეალსაც" სურდა, "იუნაიტედი" კი მზად იყო ზუსტად ისეთივე შეთავაზება გაეკეთებინა მისთვის, რასაც "ბარსა" ნებისმიერი სხვა კლუბისგან მიიღებდა. "სიტი" მხოლოდ თავის ინტერესს გამოხატავდა, მაგრამ კატალონიური კლუბისთვის კონკრეტული პირობები არ წარუდგენია. ნაცვლად ამისა, "ქალაქელები" მხოლოდ ფეხბურთელის მამასთან გასაუბრებით შემოიფარგლნენ.
საბოლოოდ კი მოხდა ის, რომ ნეიმარმა "ბარსელონადან" გადასვლა არ ისურვა და 1 ივლისს ახალ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც კვირაში 260 ათას ფუნტს იღებს.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.