სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებული ხუან მატა საუბრობს 17 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაზე, სადაც ''ლივერპული'' საკუთარ მოედანზე ''მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლებს.
''დამთავრდა სანაკრებო პაუზა და მოვიდა დრო მთელი აქცენტი პრემიერ ლიგაზე გავაკეთოთ. განსაკუთრებით კი მომავალ კვირას გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე, რომელსაც ''იუნაიტედის'' ყოველი გულშემატკივარი მოუთმენალდ ელის. ეს ბუნებრივია, რადგან ეს არის ევროპული ფეხბურთის უდიდესი დაპირისპირება ორ ტიტანს შორის.''
''ჩვენ არგაგვიმართლა წინა ტურში და ''ოლდ ტაფორდზე'' ''სტოკ სიტისთან'' ძალიან საჭირო ქულები დავკარგეთ, თუმცა აუცილებელია დანაკლისი ავინაზღაუროთ და ''ლივერპულიდან'' სამი ქულა წამოვიღოთ. ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს მოგების შესაძლებლობა, თუ გასულ მატჩებში თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ.''
''სხვათაშორის ამ კვირაში აღინიშნება სერ ბობი ჩარლტონის დებიუტიდან 60 წლისთავი და ჩვენ გვაქვს კარგი შანსი ვასახელოთ ''იუნაიტედის'' ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ლეგენდა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.''
'' სერ ბობი ჩარლტონის შესახებ ესპანეთშიც ბევრი მსმენია. მას ხალხი ყოველთვის მიიჩნევდა ინგლისური ფეხბურთელის მნიშვნელოვან ფიგურად, რომელსაც დიდი წვლილი შეჰქონდა გუნდის წარმატებაში, ამიტომ ყველანაირად ვეცდები კარგი მაგალითი ავიღო მისგან და დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში."