"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი აცხადებს, რომ "სუონსის" მთავარი მწვრთნელობის ვარიანტს განიხილავდა, თუმცა შეთავაზებით მოხიბლული არ დარჩენილა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გიგზს პრემიერ ლიგაში მოასპარეზე გუნდისგან შეთავაზება მართლაც ჰქონდა, მაგრამ მასზე უარი განაცხადა. უელსელის განცხადებით, მიზეზი გუნდის არასაკმარისი ამბიციურობა იყო.
"სუონსისგან" რამდენიმე ზარი მივიღე, წარმომადგენლებსაც შევხვდი. მაგრამ საბოლოოდ საფეხბურთო მხარე და ხელმძღვანელობა სხვადასხვა სახის შეტყობინებებს მიგზავნიდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ მათი ამბიციები ჩემსას არ შეესაბამებოდა, ასე რომ, დიახ, არაფერი გამოვიდა", - განაცხადა გიგზმა.