თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2016, 18:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1979,
კომენტარები: 5
"იუნაიტედის" დუეტი ახალ კონტრაქტს მიიღებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ორ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
მცველი ტიმოთი ფოსუ-მენსა და ნახევარმცველი ხუან მატა პირველი ფეხბურთელები გახდებიან, რომლებიც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.

ფოსუ-მენსას დებიუტი "წითლების" რიგებში თებერვალში შედგა. მას შემდეგ ჰოლანდიელმა მოურინიოზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პორტუგალიელმა იგი იჯარითაც კი არ გაანათხოვრა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სათამაშო პრაქტიკას მხოლოდ ლიგის თასსა და ევროპის ლიგაზე აძლევს.

მიუხედავად ამისა, მოურინიოს სჯერა, რომ 18 წლის ტიმოთის დიდი მომავალი ელის და ამის დამტკიცებას მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებით აპირებს, რომლის წყალობითაც ახალგაზრდა ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 25 ათას ფუნტამდე გაიზრდება.

ბრიტანული მედია ასევე იტყობინება, რომ ახალ კონტრატს მიიღებს ხუან მატაც, რომელთანაც მოურინიო ჯერ კიდევ "ჩელსიში" მუშაობდა.

მიმდინარე სეზონის სტარტზე 28 წლის ესპანელი რეგულარულად გამოდის მოედანზე, ხოლო სათადარიგოთა სკამზე უეინ რუნის დასმის შემდეგ მატას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა.

წყარო: thesun
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: poul pogba
9 ოქტომბერი 2016 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ტიმოთის და ჯექსონის დიდი იმედი მაქ
1
№2
ავტორი: GeorgeBest
9 ოქტომბერი 2016 18:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფოსუ-მენსას არამგონია დიდად შანსი ჰქონდეს წელს. მარჯვენა ფლანგზე რო აყენებენ მაგრად მიტყდება areyoukiddingme
1
№3
ავტორი: ikeoni
9 ოქტომბერი 2016 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sagol joze mataze magrad gamixarda da timotisac aqvs momavali ashkarad ❤️
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 ოქტომბერი 2016 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფოსუ-მენსა ხო ნახევარმცველია ამპლუით, თუ ცენტრალური? მარჯვენა მცველი არაა როგორც ვიცი
0
№5
ავტორი: Legend Sir Alex
10 ოქტომბერი 2016 10:22
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ციტატა: SANDROGRIGA
ფოსუ-მენსა ხო ნახევარმცველია ამპლუით, თუ ცენტრალური? მარჯვენა მცველი არაა როგორც ვიცი


ამპულით არის ჩამშლელი ნახევარმცველი, ასევე შეუძლია დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, ერთი სიტყვით უნივერსალია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top