ქლევერლი:"იმედია მოვახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ტომ ქლვერლი იმედოვნებს,რომ მისი გუნდი შეძლებს დღეს "ვესტ ჰემის" დამარცხებას და FA Cup-ის შემდეგ ეტაპზე გადასვლას.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ტომ ქლვერლი იმედოვნებს,რომ მისი გუნდი შეძლებს დღეს "ვესტ ჰემის" დამარცხებას და FA Cup-ის შემდეგ ეტაპზე გადასვლას.პირველი მატჩში თანაბარი ძალებით ჩაატარეს ორივე გუნდმა და ლოგიკური ანგარიშით 2:2 დასრულდა მატჩი.
"მე ვფიქრობ,რომ ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ პირველი მატჩი.ჩვენ დასაწყისშივე მოვახერხეთ ბურთზე კონტროლის მოპოვება,რასაც გოლი მოჰყვა,მაგრამ ამის შემდეგ ჯეი კოლისმა ორი შესანიშნავი თაური გოლი გაიტანა.ვფიქრობ,რომ ამ მატჩში ფრე ძალიან ლოგიკური შედეგი იყო,რადგან ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა." - განაცხადა ტომმა.
"ჩვენ ვიცოდით,რომ "ვესტ ჰემი" ძლიერი კლუბია და პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ მატჩს.ძალიან ბედნიერი ვიყავი,როდესაც მე შევძელი ჩემი გუნდის დაწინაურება,მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან ორი გოლი მოჰყვა ჩვენს კარებში.ძალიან დიდი სასწაული მოხდა ბოლო წუთებზე,როდესაც რაიან გიგზის შესანიშნავი პასით რობინ ვან პერსიმ ასევე შესანიშნავი გოლი გაიტანა.ეხლა ყველაფერი უკვე "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება."
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დღევანდელი მატჩის მოსაგებად და იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ და არა "ვესტ ჰემი".თუ ჩვენ პირველივე წუთიდან მოვახდენთ ჩვენი თავის რეალიზაციას და თუ მოვიპოვებთ ბურთზე კონროლს მაშინ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება." - დაასრულა ქლევერლიმ.