"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა ასპარეზობა საკუთარი ქვეყნების ნაკრებებში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო კონტიგენტმა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს, პარასკევს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
დეილი ბლინდი ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში დაცვის მარცხენა ფლანგზე კაპიტნის სამკლაურით ასპარეზობდა და მისმა გუნდმა 4-1 მოიგო.
მემფის დეპაი ჰოლანდიის ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა თამაშში არ ჩართულა.
მარუან ფელაინი ბელგიის ნაკრებში ასევე სრული მატჩი ჩაატარა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრები 4-0 გაანადგურა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა მოედნის ცენტრში საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა. მისი დახმარებით ბელგიელებმა პტიანიჩი გაანეიტრალეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარუანმა გაფრთხილება მაინც მიიღო.
საფრანგეთის ნაკრებმა გოლი მე-6 წუთზე გაუშვა, მაგრამ პარიზში ბულგარელებს 4-1 მაინც სძლია.
პოლ პოგბა "სამ ფერთა" თამაშს მოედნის ცენტრიდან აკონტროლებდა.
ანტონი მარსიალი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მომდევნო ორშაბათს ფრანგები ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან.
ანტონიო ვალენსიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა ჩილესთან მატჩში, რომელიც ეკვადორმა 3-0 მოიგო. "იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა მარჯვენა ფეხით მე-19 წუთზე აიღო მეტოქის კარი, 23-ე წუთზე კი კრისტიან რამირესმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მოგვიანებით კი ვალენსიამ "მანჩესტერ სიტის" ყოფილ თავდამსხმელ ფელიპე კაისედოს მიაწოდა საგოლე გადაცემა და მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
"იუნაიტედის" ახალგაზრდა მეკარემ,
დინ ჰენდერსონმა, რომელიც "გრიმსბი თაუნში" იჯარით თამაშობს, ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებს ჰადერსფილდში გერმანიის თანატოლი ნაკრების დამარცხებაში დაეხმარება.
აქსელ ტუანზებემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ 72-ე წუთზე ლევის ლუკის ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდა.
მარკოს როხომ და
სერხიო რომერომ სრული მატჩი ჩაატარეს არგენტინის ნაკრების რიგებში პერუსთან მატჩში, რომელიც 2-2 დასრულდა.
დავიდ დე ხეას ესპანეთის ნაკრები ძალიან ახლოს იყო იტალიის ნაკრების დამარცხებასთან, მაგრამ ვიტოლოს მიერ 55-ე წუთზე გატანილ გოლს დანიელე დე როსიმ უპასუხა და შეხვედრა 1-1 დასრულდა.
მატეო დარმიანი და
ანდერ ერერა სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.