თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2016, 14:54
ავტორი: I L C,
ნანახია: 1748,
კომენტარები: 10
საამაყო ფეხბურთელი
ერიკ ბაიი კოტ დ' ივუარის სიამაყეა.
საამაყო ფეხბურთელი
''ლივერპულის'' ყოფილი და ''სელტიკის'' ამჟამინდელი კოტ დ' ივუარელი ფეხბურთელი კოლო ტურე ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ცენტრალურ მცველ ერიკ ბაიიზე საუბრობს და მისი განცხადებით ის თავის ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია.

ტურეს თქმით, ერიკ ბაიის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლიურ ჩემპიონატს.

35 წლის გამოცდილი მოთამაშე, რომელსაც უთამაშია ისეთ გრანდებში, როგორიცაა ''არსენალი'',''მანჩესტერ სიტი'' და ''ლივერპული'', აცხადებს, რომ ერიკი დიდ მწვერვალებზე შეძლებს ასვლას და ამის შესასრულებლად ''იუნაიტედი'' ნათელი გზაა, სადაც უკვე შეიძლება ითქვას იგი რეგულარულად იღებს მატჩებში მონაწილეობას.

''ერიკი ძალიან ნიჭიერი და უდიდესი ტალანტის მქონდე მოთამაშეა. ჩვენ მისით ჯერ კიდევ მაშინ ვამაყობდით, როცა ''ვილიარეალის'' ღირსებას იცავდა და ახლა, როდესაც უკვე ბაიი ინგლისური გრანდის ღირსებას იცავს, ეს ძალიან დიდი სიამაყეა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მან კიდევ ბევრი უნდა იშრომოს და ითამაშოს, რომ განავითაროს ტალანტი და გახდეს დიდი მოთამაშე''-განაცხადა კოლო ტურემ

ტურე ასევე შეეხო იმ თვისებებს, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ცენტრალურ მცველს.

''მე ამჟამად 35 წლის ვარ და გარკვეული გამოცდილება გამაჩნია ფეხბურთელის ამოცნობაში. ბევრჯერ მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა ყველაფერი ახლიდან რომ დამეწყო. ხშირად მაწუხებდა ამბიცია გავმხდარიყავი საუკეთესო. ეს ამბიცია ჩემი ასაკის ფეხბურთელსაც აწუხებს, ამიტომ ვურჩევ ერიკს გამოიყენოს თავისი ტალანტი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და დატკბეს თავისი მიღწევებით''-დაასრულა აფრიკელმა მცველმა

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2016 15:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია წინსვლას გააგრძელებს და დაცვის პრობლემა დიდი ხნით მოგვეხსნება winked
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
8 ოქტომბერი 2016 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ბაი მაგარია ძალიან ძლიერია და ჭკვიანი

ვიღაცეები იძახოდნენ ხე არისო
0
№3
ავტორი: kantona-7
8 ოქტომბერი 2016 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ბაილი ძაან ძლიერი და შემდგარი ტოპ მცველია უკვე ჩემიაზრით უბრალოდ ცოტა გამოცდილება აკლია რასაც ასაკის მატებასთან ერთად მიიღეებს აუცილებლად>>>მთავარია პროგრესი არშეწყვიტოს და ბევრი იშრომოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: I L C
8 ოქტომბერი 2016 16:19
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ზოგჯერ გაკვირვებული ვარ ამის მოქმედებებით love

ტუანზებეც ძალიან ჰგავს ამას და მემგონი მეტი შანსი უნდა მიეცეს

როხოს ეძლევა ბოლობოლო შანსი areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 ოქტომბერი 2016 17:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძაან ძლიერი მცველია
0
№6
ავტორი: ALEXI END POGBA
8 ოქტომბერი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Es ro ara albat yvelgan problema gveqneboda
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
8 ოქტომბერი 2016 20:32
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ მაგარი სენეაძენია და უფრო განვითარდება მისი ასაკიდან გამომდინარე ცოტა დისწიპლინასი მოიკოჭლებს ძაან უხეშობს ხოლმე, მაგრამ იმედია მაგასაც გამოასწორებს და სუფთა კანფეტი იქნება.
0
№8
ავტორი: gela-manutd
8 ოქტომბერი 2016 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მიდი ბაილ შენი იმედი მაქ
0
№9
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2016 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magari kacii gvyavs ❤️
0
№10
ავტორი: stepno
9 ოქტომბერი 2016 04:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dzalian magaria
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top