თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2016, 17:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2818,
კომენტარები: 20
რუნი: "მესმის ჩემი მდგომარეობის სიმძიმე"
უეინ რუნი მის ირგვლივ აგორებულ აჟიოტაჟს პასუხობს.
რუნი:
უეინ რუნი აცნობიერებს, თუ რატომ აღარ აყენებს ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში.

"წითლების" კაპიტანი "უოტფორდთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა, თუმცა ამის თაობაზე იგი არათუ ჩივის, არამედ უფრო მეტი შრომის სურვილს გამოთქვამს.

"მისმინეთ, "უოტფორდთან" ცუდად ვითამაშე. ცუდად, ეს ვიცი და მესმის. მომდევნო შემადგენლობა ამაზე დაფუძნებით თუ შეარჩია, ვხვდები რატომაც ვერ ვითამაშე. გუნდი კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით "ლესტერთან".

მესმის, რომ ბევრი უნდა ვიშრომო, ვეცადო, შანსი მივიღო და გამოვიყენო",
- განაცხადა ინგლისელმა.

მოურინიომ მიანიშნა, რომ რუნი წინა სანაკრებო შესვენებიდან განსხვავებული დაბრუნდა, რის შემდეგაც გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო.

სათადარიგოთა სკამზე კაპიტნის დასმის შემდეგ კი მოურინიოს შეგირდებმა 2 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

"გუნდი შეიცვალა, მაგრამ ამისგან ბევრ რამეს ვისწავლი. რა თქმა უნდა, ჩემი კარიერის განმავლობაში ეს გამიკეთებია, მაგრამ მოსაგებად გუნდურად უნდა ვიბრძოლოთ და თუ ჩემი სკამზე ჯდომა იქნება საჭირო, დაე, ასე იყოს.

მე ვიბრძოლებ. არ ვაპირებ გულხელდაკრეფილი ჯდომას, ვეცდები და ვიბრძოლებ უკან დასაბრუნებლად".
- დაასრულა "იუნაიტედის" კაპიტანმა.

წყარო: 4-4-2
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: hari
7 ოქტომბერი 2016 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მიდი ჩემო უსაყვარლესო ფეხბურთელო დაიბრუნე ფორმა
0
№2
ავტორი: Lady in red
7 ოქტომბერი 2016 17:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
დაანებონ ამას თავი, ისე ლაპარაკობენ თითქოს რუნი ვერ ხვდებოდეს როგორ ფორმაშია, მიუხედავად მისი ფორმისა არსებობს მატჩები, სადაც შეუძლია თამაში მოგვაგებინოს, რა თქმა უნდა, კლასის ხარჯზე, მაგრამ ახლა მისი სკამზე ჯდომა გამართლებულია და მან ეს ყველაზე კარგად იცის.
0
№3
ავტორი: shotkin
7 ოქტომბერი 2016 17:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რაცარუნდა ეცადო დროა ახალგაზრდებს ადგილი დაუთმო მითუმეტეს მომავალ წესლ ჯობია ვინმე ახალგაზრდა ტალანტის მქონე იდგეს შენს მაგივრად
0
№4
ავტორი: tedore
7 ოქტომბერი 2016 18:06
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ვფიქრობ ლივერპულთან და ჩელსისთან უნდა ითამაშოს იმასაც გააჩნია რა თამაშს აჩვენებს მანამდე ნაკრებში
0
№5
ავტორი: manuchari
7 ოქტომბერი 2016 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ფერგის მერე ვეც მოესმა და ვერც ვანგალმა ვერ გაბედა და რუნი სკამზე ვერ დასვა და ეს მოურინიომ გაბედა და მგონი ამით დაიქოქება რუნი მიხვდება რომ ბევრი უნდა იმუშავოს და გარანტირებული არაფერი არ არის მოესი და ვანგალის გუნდში გარანტირებული ქონდა სასტავი ახლა კი არაფერი არ აქვს

ალა ვუყურე ემიუ არსენალი 8 2 და ნახეთ რა შემადგენლობით თამაშობს ფერგი ჯონსი ევანსი ანდერსონი ქლევერი ნანი ჩიჩარიტო პარკი ველბეკი იანგი ბოლოს გიგზი შემოვიდა და ამ გუნდით ჩემპიონი გახდა და ახლა ვინები თამაშობენ და ვერაფერს აკეთებენ ანუ მწვრთნელის ბრალია ყველაფერი და არა რუნის
0
№6
ავტორი: stepno
7 ოქტომბერი 2016 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყოჩაღ მოუ სწორედ მოიქეცი ეხლა მჯერა რო უენი მოუმატებს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 ოქტომბერი 2016 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ასე იძახის ეს ყველა ინტერვიუში ბოლომდე ვიბრძოლებ და დავიხარჯებიო მარა მოედანზე არაფერი ეტყობა
0
№8
ავტორი: ikeoni
7 ოქტომბერი 2016 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi runi midii ❤️
0
№9
ავტორი: LASHQARA
7 ოქტომბერი 2016 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მე ვიბრძოლებ. არ ვაპირებ გულხელდაკრეფილი ჯდომას, ვეცდები და ვიბრძოლებ უკან დასაბრუნებლად". - დაასრულა "იუნაიტედის" კაპიტანმა.
აიიი აქ უკვე რუნიი ხააარ და მოედანზეც ეგ აზრი მინდა რო გიტრიალებდეს თავში love am
0
№10
ავტორი: Tamo
7 ოქტომბერი 2016 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
Imedia male chadgebi formashi......
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top