"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ ინარჩუნებს მომდევნო ზაფხულს მადრიდის "ატლეტიკოდან" ანტუან გრიზმანის შეძენის იმედს.
25 წლის ფეხბურთელი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წარმატებით ასპარეზობას დიეგო სიმეონეს გუნდშიც აგრძელებს, სადაც 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
M.E.N. Sport-ი ამტკიცებს, რომ ჟოზე მოურინიო უკმაყოფილოა თავის გუნდში არსებული კრეატიულობის ხარისხით, რის გამოსწორებაც ჰენრიხ მხითარიანის, პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენითად კი ვერ მოახერხა. სომეხმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, პოლ პოგბა კი მოლოდინს ვერ ამართლებს.
ამის გამო "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში კიდევ ეცდება თავდასხმის ხაზის გაძლიერებას და გრიზმანის გადასაბირებლად "ატლეტიკოს" მიმართავს.