თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1657,
კომენტარები: 10
მაკნეირი: "რატომ დავტოვე "იუნაიტედი"
პედი მაკნეირი კლუბიდან წასვლის მიზეზზე საუბრობს.
მაკნეირი:
პედი მაკნეირმა აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოს არ სურდა მისი სამუდამოდ გაშვება და მხოლოდ ამის გამო გაანათხოვრა იჯარის წესით.

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას "წითლების" პირველ გუნდში ჩატარებული 27 მატჩის შემდეგ კლუბის აკადემიის აღზრდილი 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში "სანდერლენდში" გადავიდა. პედი კლუბთან ერთად წინასასეზონო ტურნეზე იმყოფებოდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ მოურინიომ აცნობა, რომ იჯარით სხვა გუნდში უნდა გადასულიყო.

"ტურნეზე ვიყავი და შემდეგ მოურინიოს ვესაუბრე. მითხრა, რომ იჯარით ჩემი გასხვისება სურდა.

ტურნეზე ყოფნისას ამაზე ხშირად ვფიქრობდი, ხანდახან კი ევროპის ჩემპიონატზე ყოფნისასაც, იჯარით გადასვლა არასდროს ყოფილა ჩემი სურვილი. თუ გამიშვებდნენ, მუდმივი კონტრაქტით გადასვლას ვამჯობინებდი. მოურინიოს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვესაუბრე და ვარწმუნებდი, მუდმივი კონტრაქტით გავეყიდე.

იჯარით გასხვისებული ბევრი ფეხბურთელი მინახავს, რომლებიც ვერ თამაშობენ. ასეთებს საკუთარ ფეხბურთელებად არ თვლიან. ეს იჯარაა. მე მხოლოდ "სანდერლენდში" გადასვლა და პრემიერ ლიგაში ყოველ კვირას თამაში მინდოდა, მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. არ ვნანობ",
- განაცხადა მაკნეირმა.

მაკნეირმა ასევე აღნიშნა, რომ ვან გაალი მას არასწორ პოზიციაზე ათამაშებდა. "სანდერლენდში" პედი ნახევარდაცვაში ბრწყინავს, ხოლო ჰოლანდიელის გუნდში მას ძირითადად ცენტრალური მცველის როლი ჰქონდა.

"მცველი არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ რამდენიმეჯერ ვითამაშე. ვან გაალი იქ მათამაშებდა და ბედნიერი ვიყავი მის გუნდში თამაშის გამო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, "არა, ეს ჩემი პოზიცია არ არის, მე ნახევარმცველი ვარ".

მცველად აღარ ვთამაშობ, დიდი ხანია არ მითამაშია. წამიკითხავს, რომ ხალხი მცველს მიწოდებს, მაგრამ კლუბსა და ნაკრებში ნახევარმცველი ვარ".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
7 ოქტომბერი 2016 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
სადაცაა ეგ არის ზუსტად მისი ადგილი
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 ოქტომბერი 2016 14:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არიცი რამდენად ვინანებთ მის სანდერლენდში გადასვლას, მაგრამ ფაქტია იქ უფრო კარგად თამაშობს. აქ არამგონია ნახევარდაცვაში ოდესმე ეთამაშა
1
№3
ავტორი: Romario
7 ოქტომბერი 2016 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ჯანდაბაბდე გზა გგონია wink მანიუს ისეთი ნახევარდაცვა ჰყავს, შენ ზამენაზეც კი ვერ იქნებოდი... ისე შნაიდერლინს და შვაინას მოუ რო არასწორად ექცევა ხვდებით? შანსი უნდა მისცეს...
0
№4
ავტორი: ikeoni
7 ოქტომბერი 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Aba shen icii warmatebebii))
0
№5
ავტორი: GeorgeBest
7 ოქტომბერი 2016 15:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სიტისთან ძაან ცუდი იკისრა areyoukiddingme

იმედია განვითარდება და არ დაიკარგება. აქ ამის ადგილი არ იყო
0
№6
ავტორი: Since 1878
7 ოქტომბერი 2016 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
სიტისთან ძაან ცუდი გააკეთე,ფაქტიურად ქულები აჩუქე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ You Can Write History...
№7
ავტორი: makaveli
7 ოქტომბერი 2016 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
დუბლი კი თხარა 2 ტურის წინ
0
№8
ავტორი: stepno
7 ოქტომბერი 2016 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არ იყო ცუდი ბიჭიი რავიციი
0
№9
ავტორი: gela-manutd
7 ოქტომბერი 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რავი მემგონი ჯობდა წასულიყო
0
№10
ავტორი: Legend Sir Alex
8 ოქტომბერი 2016 09:40
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
წარმატებები! პედი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top