აგენტმა ფაუსტო პარიმ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ მატეო დარმიანის ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ იანვარში მისი კლიენტისთვის ახალი კლუბის მოძებნას ეცდება.
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ სადებიუტო სეზონში დარმიანმა "წითლების" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - მატეო სათადარიგოთა სკამზეც კი ვეღარ ხვდება.
ფაუსტო პარის თქმით, იგი თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის მოძებნას ეცდება, თუკი მოურინიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე კვლავ გააგრძელებს დარმიანის სამსახურზე უარის თქმას.
"პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა სურს "მანჩესტერ იუნაიტედს". ამ ზაფხულს რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მოგვმართა, მაგრამ "იუნაიტედს" მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ სურდა. მიმდინარე სეზონში მას თითქმის არ ათამაშებენ, ეს კი, სხვათაშორის, იტალიის ნაკრებში მის პერსპექტივებზე აისახება.
თუ სიტუაცია არ შეიცვლება, იანვარში ახალი რამის მოფიქრება მოგვიწევს. ასე მატეო ნაკრებში ადგილს დაკარგავს", - განაცხადა პარიმ.
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.