"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს მალტის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
სემ ელერდაისის მოულოდნელი წასვლის შემდეგ გარეთ საუთგეითმა, რომელმაც ინგლისის ნაკრები ჩაიბარა, პირობა დადო, რომ რუნი კაპიტნის სამკლაურს არ დაკარგავდა, მაგრამ ამავდროულად მოედანზე მწვრთნელის ინსტრუქციებს უნდა მიყოლოდა.
Daily Mirror-ის ცნობით, "სამ ლომთა" მომდევნო მატჩში საფეხბურთო აუთსაიდერის წინააღმდეგ რუნის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა კაპიტნისთვის დამცირება სულაც არ იქნება. საუთგეითი 30 წლის ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს და შესაძლოა მას პარტნიორობა ახალგაზრდა თანაგუნდელმა, მარკუს რეშფორდმაც გაუწიოს.
გამოცემის ცნობით, საუთგეითი მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდება მის განკარგულებაში საფეხბურთო ასოციაციის მიერ ბოძებულ ოთხ მატჩს, რათა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების რაოდენობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.