სერ ალექსმა განაცხადა, რომ ნემანია ვიდიჩისა და ეშლი იანგის ტრავმები არ აღმოჩნდა ისეთი სერიოზული, როგორსაც ელოდნენ თავდაპირველად.დადის ხმები, თითქოს ორივე ფეხბურთელის დაზიანება სერიოზულია, მაგრამ ფერგიუსონმა ეს ჭორები უარყო, ამავდროულად აღიარა, სათასო მატჩში მოედანზე არც ერთი არ იქნებაო:ვიდიჩს მუხლი არ აწუხებს, მაგრამ მან მიიღო ტვინის შერყევა.საბედნიეროდ, დაზიანება არ იყო სერიოზული და ნემანიამ გუშინ ჩვენთან ერთად ივარჯიშა.ყველაფერი კარგადაა ამ მხრივ.-ციტირებს ალექსის სიტყვებს manutd.com-”სერიოზული პრობლემები ჩვენ არ გვაქვს.ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია.ეშლი იანგმა მიიღო დაზიანება და ვარჯიშის დროს ტკიოდა ის.მაგრამ აქაც არ ყოფილა სერიოზულად საქმე.ის მზადყოფნაში იქნება უკვე შემდეგ კვირას.შეიძლება მან ვერ ითამაშოს ”ტოტენჰემთან” მაგრამ გარწმუნებთ, ის მალე დაბრუნდება მოედანზე.ასევე მე დავასვენებ ”დეზებთან” მატჩისთვის ჯონი ევანსს.”
ნანი და უეინ რუნი
ასევე ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ნანი და რუნი კარგ შედეგებს ანახებენ ვარჯიშზე და მზად არიან ”ვესტ ჰემთან” სათამაშოდ.ინგლისელმა ფორვარდმა ბოლოს ”სუონსის” წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო ნანიმ ბოლო 15 შეხვედრა გამოტოვა.ასევე შოტლანდიელმა აღნიშნა, რომ მოედანზე იქნება ვალენსია და ჩიჩარიტო.”რუნიც და ნანიც იქნება მზად მომდევნო მატჩისთვის.ისინი გვჭირდებიან ჩვენ.ასევე ჩვენ გვყავს ჩიჩა და ანტონიო ვალენსია, ასე რომ შეტევაში ძლიერები ვიქნებით.რუნის დაბრუნება შესანიშნავი სიახლეა ჩვენთვის.ის უფრო და უფრო კარგად ვარჯიშობს და მალე დაიბრუნებს ფორმას.ხოლო ნანი დაბრუნდა დასვენებული და იგი სავსეა ენერგიით.ჩვენ გვეყოლება ძლიერი შემადგენლობა ”ვესტ ჰემთან” მატჩში.
ინგლისის თასის მოგება
სერ ალექსმა თქვა, რომ მას და მთლიანად კლუბს ძალიან სურს ინგლისის თასის მოგება.”იუნაიტედმა” ბოლოს ამ ტურნირში გამარჯვება 2004 წელს მოახერხა.”რათმაუნდა ჩვენ გვყავს ძალიან ღრმა სათადარიგო სკამი, მაგრამ ამ თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.ყველა გავიღებთ მაქსიმუმს, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება.მანჩესტერი ფავორიტია ”ვესტ ჰემტან” მატჩში.შემდეგ ეტაპზე გასვლა კი დიდი სტიმული იქნება გუნდისთვის.”