თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2016, 20:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4814,
კომენტარები: 14
ფერგიუსონის 8 წესი
ფერგიუსონის მრავალწლიანი წარმატების საიდუმლო.
ფერგიუსონის 8 წესი
შეგვიძლია სერ ალექს ფერგიუსონს თამამად ვუწოდოთ ისტორიის უდიდესი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღიდებული კლუბი გახდა და ევროპისა და ბრიტანეთის 38 ტიტული მოიპოვა. მწვრთნელმა კი ამაში უდიდესი როლი ითამაშა და არამარტო ფეხბურთელთა მართვის მხრივ.

"როგორც სტივ ჯობსი უთანაბრდებოდა "ეპლს", ისე სერ ალექს ფერგიუსონი უთანაბრდება "მანჩესტერ იუნაიტედს" - თქვა თავის მეგობარსა და კოლეგაზე "იუნაიტედის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გილმა.


2012 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ანიტა ელბერსი ფერგიუსონს თავისი მეთოდებისა და წესების შესახებ გაესაუბრა, რომელიც გუნდთან ერთად მუშაობისას წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს მწვრთნელს.

ანიტა ელბერსი: სერ ალექს ფერგიუსონის წარმატება და სტაბილურობა გამოკვლევას იმსახურებს და არა მარტო ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან. როგორ მიაღწია მან ამას? შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ მეთოდები, რომლებიც მისი წარმატების საწინდარი გახდა და პრინციპები, რომელსაც იგი ეყრდნობოდა? სეზონში, რომელიც ფერგიუსონისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, მე და ჩემმა სტუდენტმა, ტომ დაიემ ფერგიუსონთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რათა მისი მართვის მეთოდების შესახებ გაგვეგო. ჩვენ "ოლდ ტრაფორდის" სავარჯიშო ბაზას ვეწვიეთ, რათა დავკვირვებოდით, თუ როგორ მუშაობდა სერ ალექსი. ჩვენ გავესაუბრეთ ბევრ ისეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც მას უმუშავია დაწყებული დევიდ გილიდან, დასრულებული მწვრთნელის დამხმარეზე, ეკიპირების მენეჯერსა და მოთამაშეებზე. ჩვენ ვაკვირდებოდით მრავალრიცხოვან მოკლევადიან შეხვედრებს და ვესაუბრებოდით მოთამაშეებსა თუ კლუბში მომუშავეებს დერეფნებში, კაფეტერიაში, სავარჯიშო მოედანზე და ყველგან, სადაც კი ვახერხებდით შეღწევას. მოგვიანებით ფერგიუსონი თავად მოვიდა ჩვენთან სკოლაში და ნახა, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს გამოკვლევა, მოგვაპყრო პირადი მზერა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც იმდენი დაგროვდნენ, რომ სკამები არ გვყოფნიდა აუდიტორიაში.

ჩვენ მართვის რვა გაკვეთილი განვიხილეთ, რომლებიც მისი მიდგომის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ნაკლებად გადაგვეხვია თემისგან, გაკვეთილთა უმრავლესობა როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში შეიძლებოდა გამოგეყენებინა. ქვემოთმოყვანილ სტატიაში მე აღვწერ ამ გაკვეთილებს და ფერგიუსონს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას მივცემ.

1. ფუძიდან დაწყება

ფერგიუსონის 8 წესი


1986 წელს კლუბში მოსვლისას სერ ალექსმა გუნდის ახალგაზრდებთან მუშაობა შეცვალა. მან ორი "ოსტატობის ცენტრი" შექმნა, რომელიც 8 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის იქნებოდა განკუთვნილი და სკაუტებს საუკეთესოების ძებნა დაავალა. ასე მოვიდნენ გუნდში დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი და მრავალი სხვა, რომლებიც მოგვიანებით ცნობილ "კლას 92"-ად იქცნენ.

ახალგაზრდებზე ფსონის დადება სარისკო იყო, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ეს ბავშვები რამე წარმატებას მიაღწევდნენ.

ფერგიუსონი კი ალღოს არ ღალატობდა. მან იცის სხვაობა კლუბის შექმნასა და გუნდის შექმნას შორის.

სერ ალექს ფერგიუსონი: იმ მომენტიდან, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვხვდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: როგორ ავაშენო საფეხბურთო კლუბი. მინდოდა ყველაფერი ამეშენებინა, დაწყებული საფუძვლიდან. ეს აუცილებელი იყო, რათა სიმყარე შემექმნა და ძირითად გუნდში ფეხბურთელთა მუდმივი მოზიდვა შემძლებოდა. ასეთი მიდგომით ფეხბურთელები ერთად ვითარდებიან და კავშირს გამოიმუშავებენ, რაც თავის მხრივ გუნდურ სულს აჩენს.

ჩემი მოსვლის დროს ერთადერთი ფეხბურთელი ჰგავდა 24 წლისას. შეგიძლიათ ასეთი რამ "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმოიდგინოთ? ვიცოდი, რომ ახალგაზრდობაზე აქცენტის გაკეთება გუნდის ისტორიაზე კარგად აისახებოდა, ჩემი ადრეული გამოცდილება კი მეუბნებოდა, რომ ახალგაზრდებთან ერთად გამარჯვება შეიძლებოდა და მე მათთან მუშაობა ვიცოდი. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ "იუნაიტედის" ძალის დასაბრუნებლად ახალგაზრდა სტრუქტურის რეორგანიზება იყო საჭირო. შეგიძლიათ თქვათ, რომ სიმამაცე გამოვავლინე, მაგრამ უმართლებს მას, ვინც რისკავს.

პირველი, რაზეც ახალბედა მწვრთნელები ფიქრობენ, ეს არის ის, თუ როგორ გაიმარჯვონ - როგორ გადარჩნენ. ამიტომ, მათ კლუბში გამოცდილი ფეხბურთელები მოჰყავთ. ეს იმიტომ, რომ თქვენ იმყოფებით ინდუსტრიაში, რომელიც შედეგებს ემყარება. რომელიმე კლუბში ზედიზედ სამი მარცხი ავტომატურად ნიშნავს გაძევებას, თანამედროვე რეალობაში კი დირექტორებისა და მფლობელების ახალი თაობა ნაკლებად თუ მისცემს ვინმეს ახალი გუნდის ასაშენებლად ოთხ წელიწადს.

მატჩის მოგება - ეს მოკლევადიანი დავალებაა, ხომ შეიძლება მომდევნო შეხვედრა წააგო. კლუბის შენებას სტაბილურობა და მუდმივობა მოსდევს. არ მინდა პირველ გუნდს მოვაკლო ყურადღება, მაგრამ ახალგაზრდების განვითარებაში ჩვენი ჯაფა "იუნაიტედის" სამომავლო გამარჯვებების საფუძველი გახდა. ახალგაზრდობა გუნდის ნამდვილი სულია.

ყოველთვის ვამაყობ იმის ხილვით, თუ როგორ ვითარდება ახალგაზრდა ფეხბურთელი. მწვრთნელის სამუშაო მასწავლებლის სამუშაოს ჰგავს - ჩვენ ხალხს უფრო მეტისკენ ვუბიძგებთ. ვაძლევთ მათ უკეთეს ტექნიკურ აზროვნებას, ვაქცევთ გამარჯვებულად, უკეთეს ადამიანებად და მათ შეუძლიათ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიონ. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს შესაძლებლობას აძლევ, შენ არამარტო ახანგრძლივებ გუნდის ცხოვრებას, არამედ იძენ ლოიალურობას. მათ მუდამ ემახსოვრებათ, რომ სწორედ შენ მიეცი მათ პირველი შანსი. როგორც კი დაინახავენ, რომ მათთის იბრძვი, ისინი შენ მეთოდებს მიიღებენ. იქმნება ოჯახური ატმოსფერო. თუ ახალგაზრდებს ყურადღებას დაუთმობ და თავის გამოჩენის საშუალებას მისცემ, მათ შეიძლება გაგაოცონ.


2. არ გეშინოდეს გუნდის გადაწყობის

ფერგიუსონის 8 წესი


ფერგიუსონს გუნდის გადაწყობის არ ეშინოდა. მან ტიტულები ხუთი სხვადასხვა შემადგენლობით მოიგო. ის მოთამაშეებს დონეს და საერთო თამაშში მათ ღვაწლს ხედავდა. ხანდახან გამოცდილ მებრძოლებს წასვლა უხდებოდათ, რათა უფრო ახალგაზრდა ამხანაგებისთვის გზა დაეთმოთ.

"მისი მზერა ყოველთვის მომავლისკენაა მიპყრობილი. ცოდნა იმისა, თუ რა უნდა გააძლიერო და რა განაახლო - ეს მისი თვისებაა" - ასეთი რამ გვითხრა გიგზმა.


ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ფერგიუსონი წარმატებულ საქმიანობას ეწეოდა სატრანსფერო ბაზარზე. ის დიდ თანხას დებდა ფეხბურთელებში, რომელთაც კლუბში მოსვლის დროს 25 წელიც კი არ შესრულებოდათ. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ კლუბი სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე აკეთებდა აქცენტს. ამასთან ერთად, ფეხბურთელებს, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წლით შეეძლოთ საკმაოდ დიდი რესურსი მოჰქონდათ. თავის პრინციპებს ფერგიუსონი იშვიათად ღალატობდა, ამიტომ რობინ ვან პერსის მსგავსი ფეხბურთელების შეძენა იშვიათად ხდებოდა. ახალგაზრდობა დროს იღებდა, რათა თავი გამოეჩინა, ხოლო ასაკოვნები თანდათან თამაშს ასრულებდნენ, თუმცა რაიან გიგზი და რიო ფერდინანდი კლუბის ტრადიციებისა და სულის შესანარჩუნებლად რჩებოდნენ.

ფერგიუსონი: ჩვენ მოთამაშეთა სამი დონე განვსაზღვრეთ: ისინი, ვინც 30 წელს გადასცდა, რომლებიც 23-დან 30-წლამდე იმყოფებიან და ახალგაზრდები. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ვითარდებოდნენ, ხოლო უფროსი ფეხბურთელები გადიოდნენ სტანდარტებს და მიცემულ თემებს. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ვცდილობდი უარმეყო თეორია იმის შესახებ, თითქოს წარმატებული გუნდი მხოლოდ 4 წელიწადს არსებობს, ვფიქრობ, ეს სიმართლეა. ცვლილებები საჭიროა და ჩვენ მუდამ ვცდილობდით ვყოფილიყავით 3 და 4 წლით მოწინავე გუნდი და ჩაგვედინა ისეთი ქმედებები, რომელიც ჩვენი მომავლის ხედვას ეყრდნობოდა. რადგანაც "იუნაიტედში" დიდ ხანს ვიმყოფებოდი, შემეძლო საკუთარი თავისთვის ხანგრძლივი გეგმების დასახვის ნება მიმეცა, რადგან არავინ ელოდება, რომ მე წავალ. ამაში ძალიან გამიმართლა. ჩვენი მიზანი თანაბარი განვითარება იყო, ძველი მოთამაშეების ახლით ჩანაცვლება. ძირითადად, ყველაფერი ორ პრინციპს ემყარება: პირველი, ჩვენ უნდა მივმხვდარიყავით, ვის შეეძლო მომდევნო ნაბიჯის გადადგმა და როგორი იქნებოდა იგი 3 წლის შემდეგ; მეორე, ხომ არ არსებობდა იმის ნიშნები, რომ მოთამაშეები იფიტებიან? ვიღაცას შეუძლია დიდხანს ითამაშოს, როგორც რაიან გიგზს, პოლ სქოულზს, რიო ფერდინანდს, მაგრამ ასაკის უარყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველაზე რთული იმ მოთამაშის გაშვებაა, რომელიც თავისებურად შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ მოედანზე მის მიერ ნაჩვენები ნიშნები არჩევანს არ გიტოვებს. თუ შეამჩნევ ცუდი მხრისკენ გადახრებს, საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, რა იქნება ორი წლის შემდეგ.


3. მაღალი სტანდარტების დაწესება

ფერგიუსონის 8 წესი


ფერგიუსონი საფეხბურთო ფასეულობებზე საუბრობს. მას ყოველთვის სურდა მოთამაშეებში სიძლიერისა და არ დანებების სურვილი ჩაენერგა, უნდოდა გამარჯვებულებად ექცია.

ეს პირადი გამოცდილების ხარჯზე გაიგო. მოთამაშედ ყოფნის პერიოდში შოტლანდილი "რეინჯერსში" აღმოჩნდა, რომელსაც ბავშვობიდანვე ქომაგობდა, მაგრამ იქ დიდებული პერიოდი არ ჰქონია და მთავარ მწვრთნელთან კამათის შემდეგ სამ წელიწადში გუნდი დატოვა.

"ასეთმა წარუმატებლობებმა მიზანდასახულობა მომანიჭა, რომელმაც ძლიერი გავლენა იქონია ჩემ ცხოვრებაზე. ჩემთვის გადავწყვიტე, რომ არასდროს დავნებდებოდი."


ამას ითხოვს ფეხბურთელებისგანაც. ზოგიერთ ფეხბურთელს "უიღბლოს" ეძახდა და მათ უფრო თავდადებით მუშაობას აიძულებდა. ეს ეხებოდა ვარსკვლავებსაც.

ფერგიუსონი: ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, სტანდარტებისთვის ვაკეთებდით. ეს ეხება გუნდის ჩემ მიერ მომზადებასაც, მოტივაციურ და ტაქტიკურ საუბრებს. მაგალითად, ცუდი ვარჯიში შეუძლებელი იყო. ყველაფერი, რაც ვარჯიშზე ხდება, საფეხბურთო მოედანზე ჩნდება. ყოველი ვარჯიში ხარისხის ნიშნის ქვეშ ტარდებოდა. ვარჯიში - ეს ინტენსიურობაა, კონცენტრაციაა, სისწრაფე და შესრულების მაღალი დონეა. იმედი გვქონდა, რომ ეს ფეხბურთელებს ყოველდღიურად დაეხმარებოდა საუკეთესოდ ქცევაში.

მოთამაშეთა მოლოდინს ყოველთვის მაღლა ვწევდი. ისინი არასდროს უნდა დანებდნენ, ამას მუდამ ვამტკიცებდი. "ერთხელ დანებდებით - კიდევ დანებდებით". სამუშაოს ნორმები და ენერგია მთელ გუნდზე ვრცელდებოდა. ვარჯიშებზე დილით პირველად მე მივდიოდი. ჩემი კარიერის გვიან პერიოდში ხელმძღვანელობა და კლუბის მრავალი თანამშრომელი დილის შვიდი საათიდან მელოდებოდა კლუბში. ვფიქრობ, ესმოდათ რატომ მივდიოდი ასე ადრე: ჩვენ სამუშაო გველოდა. ისინი ფიქრობდნენ: "თუ მას შეუძლია, მეც შევძლებ."

ჩემ ბიჭებს ყოველთვის იმას ვუმტკიცებდი, რომ ნიჭი უნდა გქონდეს, რათა მთელი ცხოვრება იშრომო. მაგრამ ვარკსვლავებისგან გაცილებით მეტს მოველოდი. მათ უფრო მეტი უნდა ემუშავათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი ვარსკვლავები - სხვებზე მეტს შრომობდნენ. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ არც მაღალი ეგოს მქონე სუპერვარსკვლავებია პრობლემა. მათ გამარჯვება სურთ და მხოლოდ გამარჯვებას შეუძლია მათი ეგოს დამშვიდება, ამიტომ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მე მინახავს, როგორ ვარჯიშობდნენ რონალდუ, გიგზი, ბექჰემი ან სქოულზი საათობით. მათი გამოფხიზლება მიხდებოდა. ფანჯარაზე ვაკაკუნებდი და გავძახოდი: "კვირას თამაში გაქვთ". მაგრამ მათ ვარჯიში სურდათ. ესმოდათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა ადვილი სამუშაო არ არის.

4. არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგო კონტროლი

"არ შეიძლება კონტროლი დაკარგო, როცა მილიონიანი ხელფასის მქონე 30 პროფესიონალთან მუშაობ. თუ ვინმეს ჩემი ავტორიტეტი და კონტროლის შელახვა სურს, უნდა გავერკვე." ფერგიუსონი ხშირად ეკამათებოდა მათ, ვინც მის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა. როი კინი იძულებული გახდა გუნდი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც პარტნიორები გააკრიტიკა. რუუდ ვან ნისტელროი, კლუბის ყოფილი საუკეთესო თავდამსხმელი "რეალში" გაიყიდა, რადგან ძირითადში ადგილის არ ქონის გამო პრეტენზიას გამოთქვამდა.

ფერგიუსონი პრობლემებს სწრაფად და მკაცრად წყვეტდა. როცა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, სწორედ ასე უნდა მოიქცე.

ფერგიუსონი: თუ ოდესმე დადგება დღე, როცა მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელები გააკონტროლებენ, უფრო სწორად გადაწყვეტენ როგორი იქნება ვარჯიში, როდის იქნება დასვენების დღეები, როგორი იქნება დისციპლინა ან ტაქტია - მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ჩვენ ვიცნობდთ არსებობას შეწყვეტს. სანამ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩავიბარებდი, საკუთარ თავს შევპირდი, რომ არავის არ მივცემდი უფლებას, ჩემზე ძლიერი ყოფილიყო. შენი პიროვნება მათზე მაღლა უნდა იდგეს. ეს აუცილებელია.

არსებობს შემთხვევები, როცა საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, ხომ არ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე, გუნდის თამაშზე და თანამშრომლებსა თუ მოთამაშეებზე შენს კონტროლზე ახდენს გავლენას. თუ ასეთი ფეხბურთელი მოიძებნება, მას უნდა დაემშვიდობო. სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის, თუნდაც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყოს. კლუბის ხანგრძლივი გეგმები ნებისმიერ ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია და მწვრთნელის გუნდის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს.

ბევრი ინგლისური გუნდი ისე ხშირად ცვლიდა მწვრთნელს, რომ მოთამაშეები გასახდელში ძალაუფლებას ფლობდნენ. ეს სახიფათოა. თუ მწვრთნელს კონტროლი არ აქვს, ის კლუბში ვერ გაჩერდება. სავალდებულოა საერთომომცველი კონტროლის დაუფლება. ფეხბურთელებმა უნდა აღიარონ, რომ მწვრთნელი შენ ხარ და შენი სტატუსი მოვლენათა განვითარების უფლებას გაძლევს. ძალიან გაგიჭირდებათ ცხოვრება, თუ საკუთარ თავს ჰკითხავთ: "ნეტავ თუ მოვწონვარ ფეხბურთელებს?" თუ საკუთარ სამუშაოს თავს გავამრთმევ, ფეხბურთელები დამაფასებენ, სხვა არც არაფერია საჭირო.

სწრაფად ვრეაგირებდი, როცა ფეხბურთელი გუნდზე ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე იმპულსური ვიყავი, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწრაფი რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ უნდა დაბადო ეჭვი? დილით დისციპლინის შესანარჩუნებლად აუცილებელ გადაწყვეტილებებს მივიღებ. აუცილებელია გჯეროდეს საკუთარი თავის, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო და შედეგებს თავი დააღწიო. საქმე არ არის იმაში, რომ გავლენას კიდევ ერთხელ აჩვენებ, არამედ იმაში, რომ კონტროლისა და ავტორიტეტის შენარჩუნება აუცილებელია.


5. საქმის შესაბამისად ლაპარაკი

ფერგიუსონის 8 წესი


ფერგიუსონს მომთხოვნი მწვრთნელის რეპუტაცია აქვს, მაგრამ სიტყვებით მიმართვა ნამდვილად ესმის.

ნებისმიერ მწვრთნელს უდგება მომენტი, როცა მან ფეხბურთელს უნდა აუხსნას, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდება, როგორც ამას თავად ელოდა. "ამას პირისპირ ყურებით ვაკეთებ. ეს რთულია. ვეუბნები: "მისმინე, იქნებ, შეცდომას ვუშვებ (ამას ყოველთვის ვამბობ), მაგრამ დღეს გუნდისთვის ასე უკეთესი იქნება." ვცდილობ მათი თავდაჯერებულობა არ შევლახო, ვარწმუნებ, რომ ეს ტაქტიკური მოთხოვნაა და წინ მრავალი თამაშია."

მატჩისთვის მზადებისას ფერგიუსონი და მისი კამპანია მუდმივად მიუთითებენ დადებითზე. თუმცა მას ყვირილი და სხვა მეთოდზე გადასვლაც შეუძლია. "ყვირილი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ეს არ ამართლებს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ენდი კოული ამის შესახებ ასე ამბობს: "თუ დამარცხდი, მაგრამ სერ ალექსი თვლის, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, პრობლემა არ გაქვს. მაგრამ თუ დამარცხდი და ეს შენი ბრალია...შეგიძლია ყურებს დაემშვიდობო"


ფერგიუსონი: არავის არ უყვარს კრიტიკა. ქვეყნად ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც კრიტიკის შემდეგ უმჯობესდება, უმრავლესობა მხარდაჭერის შემდეგ ხდება უკეთესი. ვცდილობდი, ყოველთვის დამეჭირა მხარი, როცა შემეძლო. ფეხბურთელისთვის - ნებისმიერი ვინმესთვის - არ არსებობს უკეთესი რამ, ვიდრე გაგონება სიტყვებისა: "შესანიშნავი ნამუშევარია." ეს მსოფლიოში საუკეთესო სიტყვებია და არავითარი გადაჭარბება არ არის საჭირო.

მიუხედავად ამისა, თუ მოთამაშე შეცდომას უშვებს, გასახდელში მას აუცილებლად უნდა მიუთითო ამის შესახებ. ასეთ დროს მცირე ბიძგი აუცილებელია. ამას თამაშის შემდეგ ვაკეთებ. ორშაბათს არ დაველოდები. გავაკეთებ და სასაუბროც არაფერია. მუდმივ კრიტიკას აზრი არ აქვს.

როგორც წესი, ჩემი მატჩისწინა საუბრები მოსალოდნელის აღმნიშვნელ, საკუთარ თავში და ერთმანეთისადმი თავდაჯერებულობის გაღვივების სიტყვებს შეიცავს. მიყვარდა მუშათა კლასის პრინციპზე დაყრდნობა. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი მუშათა კლასიდან არ მოდის, მაგრამ იქნებ მათი მამები ან ბაბუები იყვნენ მუშები. მიყვარდა მათთვის იმის შეხსენება, თუ რაოდენ გრძელი გზა განვლეს. ხშირად ვამტკიცებდი, რამდენად მნიშვნელოვანია შრომითი დისციპლინა - ეს მათი სიამაყის სტიმულირებას ახდენს. ვახსენებდი, რომ გუნდის აშენება მხოლოდ ერთმანეთისადმი რწმენას შეუძლია.

შესვენებაზე საუბრისთვის მაქსიმუმ რვა წუთი გაქვს და ამ დროის სასარგებლოდ გამოყენება მნიშვნელოვანია. როცა იგებ, ადვილია. ამ დროს შეგიძლია ისაუბრო კონცენტრაციაზე, იმაზე, რომ არ ღირს მოდუნება და მსგავს წვრილმანებზე. მაგრამ თუ გუნდი მარცხება, როგორმე შედეგზე უნდა იმოქმედო. მე უპირატესობას გუნდის ძლიერ მხარეზე აქცენტის გაკეთებას ვანიჭებდი, მაგრამ არც იმის დავიწყება ღირს, რის გამოც თამაში არ მიგდის.

ვარჯიშებზე ვცდილობდით აგვეშენებინა გუნდი, რომელსაც ტაქტიკურად მოაზროვნე შესანიშნავი ათლეტები წარმოადგენდნენ. თუ ძალიან სუსტი ხარ, არაფერი გამოგივა. შიში აუცილებლად გააფუჭებს ყველაფერს. თუ ძალიან ეცდები და მოთამაშეებში შიშს დანერგავ, შედეგს მაინც ვერ ნახავ. ასაკთან ერთად მივხვდი, რომ რისხვის მუდმივი დემონსტრირება არავითარ სარგებელს არ იძლევა. საჭიროა მომენტის შერჩევა. მწვრთნელმა სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა როლი უნდა მოირგოს. ხან ექიმი ხარ, ხან კი მასწავლებელი და მამა.

6. გამარჯვებებისთვის მზადება

ფერგიუსონის 8 წესი


ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ცალკეული ტერმინი - "Fergie Time" არსებობს. ის აღნიშნავს მატჩის დასრულებამდე იმ დროს (როგორც წესი < 10 წუთი), რომელშიც გუნდი ერთ ან რამდენიმე გოლს იტანს და ქულებს აგროვებს. ეჭვგარეშეა, ასეთი შედეგი შესვენებაზე საუბარსა და მატჩის დროს სწორ ტაქტიკურ ცვლიელებს უკავშირდება.

ფერგიუსონი გუნდს ყოველი თამაშის წინ მხოლოდ გამარჯვებისთვის ამზადებს. მის მოთამაშეებს აქვთ ინსტრუქცია თუ რა გააკეთონ მატჩის დასრულებამდე 3, 5 თუ 10 წუთით ადრე. "ვვარჯიშობდით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო, როცა რთულ სიტუაციაში იმყოფები, ასე რომ, ყველამ იცის როგორ მოიქცეს" - გვიყვებოდა ერთ-ერთი მწვრთნელი.

"ჩვენთვის სავარჯიშო სესიები - სწავლისა და უკეთესად გახდომის შესაძლებლობაა. ხანდახან ფეხბურთელები ფიქრობენ: "აი, ისევ", მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ეს გეხმარება შედეგის მიღწევაში. ეს მეთოდიკა გთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე უნარების გაუმჯობესება და მათი ჩვევად გადაქცევაა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრ ადამინს სჯერა. ფეხბურთელები იწყებენ საქმის კეთებას არა მარტო ავტომატურად, არამედ ისინი მუდამ უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით და უფრო გაძლიერება სურთ. ფერგიუსონის სიტყვებით: "არსი მარტივია: კლუბში უსაქმოდ ჯდომა უბრალოდ არ შეგვიძლია."

ფერგიუსონი: გამარჯვება სისხლში მაქვს. საკუთარ თავს ისეთი სტანდარტები დავუწესე, რომ გამარჯვება უბრალოდ აუცილებელია. თითოეული მატჩისგან ტრიუმფს ველოდები. მაშინაც კი, როცა 5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იღებს ტრავმას, მე მხოლოდ გამარჯვების მოლოდინში ვარ. სხვა გუნდები მატჩის წინ კანკალებენ, მაგრამ ჩვენ არა. როგორც კი გავლენ მოთამაშეები მოედანზე, ვიცი, რომ მზად ვართ, რადგან მისთვის ნაადრევად მოვემზადეთ.

მე აზარტული მოთამაშე ვარ - ხშირად ვრისკავ - ამის დანახვა შეგიძლიათ ბოლო წუთებზე ჩვენი თამაშით. თუ შესვენებამდე ვაგებთ, ყველაფერი მარტივადაა: პანიკაში არ ჩავარდე. აქცენტი დასახული მიზნის შესრულებაზე უნდა გააკეთო. თუ 15 წუთით ადრე ვმარცხდებით, მზად ვარ რისკი გავწიო. მოხარული ვიქნები, თუ გუნდი ყველაფერი გააკეთებს ფრისა და თუ გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენ 1-3 დავმარცხდებით. ასე რომ, უკანასკნელ 15 წუთში ჩვენ რისკზე მივდივართ. ვამატებთ შემტევ ფეხბურთელს და ნაკლებად ვფიქრობთ დაცვაზე. ვიცით, რა გრძნობა გველოდება, თუ 3-2 მოვიგებთ. ხოლო თუ 1-3 წავაგებთ, მარცხი ნებისმიერ შემთხვევაში მარცხია.

პოზიტიური განწყობა, განუკითხაობა და რისკი - ეს ჩვენ ვართ. ჩვენ გამარჯვებისთვის მოვედით. ჩვენ ქომაგს ეს ესმის და მხარს გვიჭერენ. აღგაფრთოვანებს იმის ყურება, თუ როგორ ვთამაშობთ უკანასკნელ 15 წუთში. საჯარიმოს დაბომბვა, ყველგან გვამებია, მოთამაშეები სიკვდილამდე იბრძვიან. რა თქმა უნდა, კონტრშეტევამ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვას, მაგრამ გამარჯვების სიხარული, როცა შენ ყველამ ჩამოგწერა, უბრალოდ ენითაღუწერელია.

ვფიქრობ, ჩემ გუნდებს თავდადება სჩვეოდათ. ისინი არასდროს ნებდებოდნენ. ამიტომ, მათ განსაკუთრებულად არასდროს ვუხსნიდი, თუ როგორ უნდა ითამაშონ ასეთ მომენტებში. დიდებულია ასეთი გუნდის ყოლა და შესანიშნავი იმის ხილვა, თუ რა შეიძლება მოხდეს მატჩის მიწურულს.

7. დაკვირვებულობაზე დაყრდნობა
ფერგიუსონის 8 წესი


ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერა 32 წლის ასაკში "ის სტირლინგშირში" დაიწყო. გუნდში ყველაზე ხნიერი არ ყოფილა, მაგრამ გარკვეულ დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებდა. დროსთან ერთად სერ ალექსი მწვრთნელის უშუალო მოვალეობას შორდებოდა და დაკვირვებითი სამუშაოებით კავდებოდა, რაც მას საშუალებას აძლევდა ძირითადი ყურადღება თამაშის ხარისხისთვის მიექცია.

"მწვრთნელი მოედანზე ყველაფერს ვერ ხედავს, ჩვეულებრივი დამკვირვებელი კი ვარჯიშის სქემაში, ენერგეტიკულ დონესა და შრომისუნარიანობაში ცვლილებებს ამჩნევს. მთავარია ვარჯიშის სადავეები სხვებს გადასცე და მათ საქმის შესრულება დაანებო, რაც მწვრთნელს დაკვირვების სრულფასოვან საშუალებას აძლევს" - შენიშნავს ფერგიუსონი.


ფერგიუსონი: დაკვირვება ჩემი მმართველობითი სტრუქტურის უკანასკნელი ნაწილია. როცა მწვრთნელობა დავიწყე, რამდენიმე ფუძეს ვემყარებოდი: იმას, რომ მატჩის კარგად ჩატარება შემიძლია, რომ მესმის გამარჯვებისთვის საჭირო აუცილებელი ტექნიკური აუცილებლობები, რომ შემიძლია მოთამაშეთა ვარჯიში და რომ გადაწყვეტილებების მიღების უნარი მაქვს. "აბერდინში" ერთ ღამეს ჩემ დამხმარეს ერთი ჭიქა ჩაის თანხლებით ვესაუბრებოდი. მან მითხრა: "მე არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ახალგაზრდებთან ვმუშაობ, არადა მე შენ უნდა გეხმარებოდე ვარჯიშისა და გუნდის შერჩევის დროს. მწვრთნელის დამხმარის საქმე სწორედ ეს არის." მეორე მწვრთნელმა კი მითხრა: "ბოს, ვფიქრობ მართალია." და ამიხსნა, რომ უფრო მეტს მივაღწევ, თუ ვარჯიშებს ასე ხშირად არ ვუხელმძღვანელებ. თავდაპირველად ვუთხარი: "არა, არა, არა", მაგრამ ამაზე რამდენიმე დღეს ვიფიქრე და ვუთხარი: "ვცდი. არავითარი დაპირებები." გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მართალი იყო. ასე რომ, ვარჯიში მას გადავაბარე და ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

კონტროლი არ ჩამიბარებია. ჩემი არსებობა და მართვის უნარი არსად გამქრალა. ის, რისი დანახვაც უბრალო დამკვირვებლის პოზიციიდან შეიძლება წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს. როგორც კი დაკვირვება დავიწყე, უფრო მეტი დეტალის შემჩნევას ვახერხებდი და უფრო მეტს მივაღწიე. ჩვევების ცვლილებისა თუ ენთუზიამის დაცემის შემჩნევის უნარი მრავალი პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა. ფეხბურთელებთან დიდ სიახლოვეს მივაღწიე და ვცდილობდი გამეგო ეს ოჯახური პრობლემებია, ფინანსური თუ უბრალოდ დაღლილობის ბრალია. ხანდახან ისეთ ტრავმას ვხედავდი, რომელსაც თავად ფეხბურთელიც კი ვერ ამჩნევდა.

ვფიქრობ, ბევრი არ აფასებს დაკვირვებას. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, დაკვირვება - ჩემი სამწვრთნელო შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უნარი დანახვისა - ეს საბაბია, თუ დანახვა იმისა, რასაც არ ელოდები.

8. მუდმივი ადაპტირება

ფერგიუსონის 8 წესი


იმ წლების განმავლობაში, რაც ფერგიუსონი "ეშმაკების" სათავეში იმყოფება, ფეხბურთი ძლიერ შეიცვალა, როგორც ეკონომიკურად, ისე მეცნიერულად. შოტლანდიელს კი არასდროს აშინებდა სიახლეები. როგორც დევიდ გილმა მითხრა, შოტლანდიელი "თამაშში ცვლილებებთან შეგუების გასაოცარ ნიჭს ავლენდა."

ეს ეხება ფეხბურთელების მატჩებისთვის მომზადებასაც. მაგალითად, მან დაიქირავა მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ფეხბურთელების მაჩვენებლების სწავლობდნენ, რაც მწვრთნელს ეხმარებოდა და მოთამაშეების სავარჯიშო ჟილეტებზე GPS-ტრეკერები დაამაგრებინა, რათა მათი გადააგილებისთვის თვალის დევნების საშუალება ჰქონოდა.

საინტერესოა მისი ცვლილებები მოთამაშეთა ჯანმრთლეობასთან დაკავშირებითაც. ფერგიუსონის პერიოდში გუნდში გამოჩნდა გარუჯვის ხელსაწყო, რომელიც მოთამაშეებში D ვიტამინის ნაკლებობას აღდგენდა; მოწვეულ იქნენ ოპტომეტრისტები (მხედველობის კორექციისა და ოპტიკის შერჩევის სპეციალისტი) და იოგი; იაპონურ კომპანიასთან, Toshiba Medical Systems-თან მიღწეული შეთანხმების თანახმად კლუბმა ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი მიიღო, რომელიც გამოკვლებებში და ტრავმის მოშუშების დაჩქარებაში ეხმარებოდა გუნდს.

ფერგიუსონი: როცა მწვრთნელობა დავიწყე არავითარი აგენტები არ არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩების ტრანსლირება ხდებოდა, მოთამაშეებს კინოვარსკვლავების სტატუსი საერთოდ არ ჰქონდათ. სტადიონები გაუმჯობესდა, მოედნები სრულყოფილ მდგომარეობაშია და სპორტულ მეცნიერებას ძლიერი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ვუდგებით წინასასეზონო მომზადებას. რუსმა მფლობელებმა და სხვა რეგიონის წარმომადგენლებმა დიდი რესურსი ჩადეს თამაშში, რასაც მწვრთნელებზე დიდი გავლენა მოჰყვა შედეგად. ადრე ფეხბურთელების ცხოვრება ნაკლებად შუქდებოდა პრესაში და თანამედროვე ფეხბურთელებს რაღაცაში უჭირთ კიდეც ცხოვრება.

ერთ-ერთი უნარი, რაც ჩემი ადგილის შენარჩუნებაში დამეხმარა ცვლილებების უნარი გახლავთ. მჯერა იმის, რომ ცვლილებების საკონტროლებლად მათი მიღებაა საჭირო. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ უნდა გჯეროდეს მათი, ვინც დაიქირავე. როგორც კი თანამშრომელი სამუშაოს ჩაიბარეს, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე და თავისი საქმის კეთება დაანებო. თუ აპირებ,
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2016 20:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაგრძელება იქნება winked

"მწვრთნელი მოედანზე ყველაფერს ვერ ხედავს, ჩვეულებრივი დამკვირვებელი კი ვარჯიშის სქემაში, ენერგეტიკულ დონესა და შრომისუნარიანობაში ცვლილებებს ამჩნევს. მთავარია ვარჯიშის სადავეები სხვებს გადასცე და მათ საქმის შესრულება დაანებო, რაც მწვრთნელს დაკვირვების სრულფასოვან საშუალებას აძლევს"

winked
2
№2
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sagol avtor...fergi chveni legenda kaci ❤️
0
№3
ავტორი: The Special One
4 ოქტომბერი 2016 21:39
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
აჰაამ,ხვალ ჩავუჯდები ამას გაკვეთილზე,მაინც არაფერს ვაკეთებ მუსიკაზე megustamucho
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: I L C
4 ოქტომბერი 2016 21:43
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
GGSAF <3

ფერგიზე რავი მანჩესტერის ყველა გულშემატკივარს ალბათ დაეზარება ყველაფრის ჩამოთვლა და ამ კაცის ხოტბისშესხმა კაცი იდეაა უფროდა უფრო წინმიდოდა გუნდი განსაკუთრების 2008 2009 2010 წლები რაღაც სასწაული იყო 2011იც ერთერთი მე რასაც მოვესწარი ყველაზე დიდი იმედგაცრუბე 2012 წელი იყო ფერგის პერიოდში სხვა რავიცი ბრავო ამ კაცს ესრომ არა ალბათ გაგვიჭირდებოდა ლივერპულისთვის ტიტულებში გადაგვესწრო თუ დააკვირდით რაც ჩამოთვლილია თითქმის ყველაფერი გასაუმჯობესებელია.

აი ამიტომ მინდონდა მწვრთნელად ფერგის გაწვრთნილი ფეხბურთელი რომ ყველაფერი თავისთავზეაქვს გამოცდილი თუნდაც გიგზი სქოულზი და ა.შ.

სხვათაშორის გიგზზე ამბობემ სუონსის უდგება სათავეშიოო რამდენად მართალია არვიციი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: Tamo
4 ოქტომბერი 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მაგარი კაცია, პროსტა ბექემს რა პონტში ესროლა ბუცი ამას ვერ ვპატიობ :)
0
№6
ავტორი: BARONA
4 ოქტომბერი 2016 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ციტატა: Tamo
მაგარი კაცია, პროსტა ბექემს რა პონტში ესროლა ბუცი ამას ვერ ვპატიობ :)

იმ პონტშიი ესროლაა როო უთხრაა ჯერ მე ვარ და მერე სხვა დანარჩენიოო ფერგი იყოო კაციი რომლისაც ყველა ფეხბურთელს ეშინოდაა და ერთს თუ გაუტარებ რაგაცას კონტროლსაც დაკარგავ და ზუსტად მაგიტომ ესროლაა :) და სწორადაც მოიქცა
0
№7
ავტორი: U N I T E D
4 ოქტომბერი 2016 22:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: NoisyBoy
აჰაამ,ხვალ ჩავუჯდები ამას გაკვეთილზე,მაინც არაფერს ვაკეთებ მუსიკაზე megustamucho

შე ჩემნაირო wink მეც მერე წავიკითხავ მაინც ტყუილად ვარ wink
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 ოქტომბერი 2016 00:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნამდვილად კარგი სტატიაა... ფერგიზე რა უბდა ითქვას ლეგენდაა აცი
0
№9
ავტორი: manuchari
5 ოქტომბერი 2016 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ჩემი სურვილია ცყეულ ლიველპულს გადავასცრო ეს ფერგის სიტყვებია და შეასრულა ფერგი იყო და იქნება ემიუს ისტორიის უდიდეს ნაცილი და ვერასდროს ვერავინ ვერ შეცვლის 13 პრემიერ ლიგა 3 ჩემპიონთა ლიგა ინგლისის თასები მსოფლიო საფეხბურთო თასები 20 ტიტული და 26 ცელი ეს ფანტასტიკა და ფერგის მერე დგემდე ვერავინ ვერ შეძლო გუნდის დაბრუნება

და ყველაზე მთავარი ის იყო რომ ფერგის გუნდში ყველამ იცოდა მისი ადგილი ანუ ფეხბურთელმა იცოდა მის როლი და მნიშვნელობა და ზედმეტს ვერავი ვერ ბედავდა ვერავინ ბესტი გიგზი სკოულზი რუნიც მოარჯულა ახლა ფეხბურთელები მართავენ გუნდის თამაშ და მაგიტომ არ ეშველა გუნდას ფერგი ცესები ეყოფა ერთი ცელი შიში დოზით და სტაბულობა ისე ფერგის მიშიკოს შევადარებდი შიში სტაბილურობა და ყველაფრის კონტროლი ადამიანებს ასე მართავ სხვანაირა არ შეიძლება
0
№10
ავტორი: Lady in red
5 ოქტომბერი 2016 04:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს ადამიანი არის შეუცვლელი მთელ საფეხბურთო სამყაროში დ მიხარია, რომ მისი მანჩესტერით შემიყვარდა ფეხბურთი. ახლა სხვა დროა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანის წასვლის შემდეგ გუნდის ასეთი შედეგი გარაუვალი იყო , მაგრამ ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება მთავარია გუნდის სიყვარული არ დავკარგოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top