თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2016, 15:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1889,
კომენტარები: 9
მოურინიო: "კუთხურებზე უფრო სახიფათო ვიქნებით"
ჟოზე მოურინიო სტანდარტული მდგომარეობების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედი" "სტოკ სიტისთან" მატჩში სტანდარტულ მდგომარეობებს უპირატესი მნიშვნელობით მიუდგება ნაცვლად იმისა, რომ "მეთუნუქეებთან" ბოლო წლებში ჩვევად ქცეულ ხერხს, სტანდარტული მდგომარეობებისთვის თავის არიდებას მიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ მარკ ჰიუზის გუნდი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, გუნდის სათამაშო სტილი "იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელის მწვრთნელობისას მკვეთრად შეიცვალა. ტონი პულისის "სტოკის" ძირითადი სიძლიერე მეორე სართულზე კარგი თამაში იყო, ჰიუზის გუნდის სიძლიერე კი პირველ სართულზე მოქმედებაა.

რამდენად შეუძლია "იუნაიტედს" სტანდარტული მდგომარეობებით სარგებლობა, "ლესტერ სიტისთან" მატჩში აჩვენა, როცა სამი გოლი გაიტანა კუთხურის გათამაშების შედეგად. "ზარიასთან" იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი თავური გოლი კი მეექვსეა მიმდინარე სეზონში, რომელიც "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა თავით გაიტანეს.

ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ გაამართლა "ოლდ ტრაფორდზე" "მელიების" წინააღმდეგ ასეთმა ხერხმა: "შრომისა და ინდივიდუალური უნარების წყალობით. ზოგიერთი ინდივიდუალური კრეატიულობა მომენტებში და ასევე დაცვის შეცდომებიც. ამის კომბინაცია. ვიცი, რომ კუთხურებზე სახიფათო ვიქნებით, მაგრამ ყველა მატჩში სამ გოლს ვერ გაიტან, ეს არანორმალურია.

რა თქმა უნდა, საჯარიმოში შეტევისთვის კარგი ფეხბურთელები გვყავს, მოძრაობებს ვამუშავებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შესრულების დონეა, იმ მატჩში კი ბლინდმა ძალიან კარგი დონე აჩვენა".


ის ფაქტი, რომ "იუნაიტედმა" უმატა თავური გოლების გატანას, ხოლო "სტოკმა" თავის მხრივ ამ კომპონენტში საგრძნობლად მოუკლო, ექსპერტებს საშუალებას აძლევს გამოთქვან მოსაზრება, რომ "მეთუნუქეები" მორიგ მარცხს განიცდიან, ზოგიერთის აზრით კი სეზონის დასაწყისში მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

როცა მოურინიოს ჰკითხეს, უფრო მკაცრი წესები უფრო მეტი გოლის მოტანას შეძლებდა თუ არა, მან უპასუხა: "ვფიქრობ, შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ანალიზის არათანმიმდევრულობაა. ჩემი აზრით, იმან, რომ მისტერ მაიკ დინმა სეზონის დასაწყისში რამდენიმე პენალტი დანიშნა, ყველას აფიქრებინებს, რომ მას სეზონის დასაწყისში სწორედ ასეთი ხასიათის გამოვლენა სურდა - დიდი გადაწყვეტილებების მიმღების ხასიათის, იმ გადაწყვეტილებების, რომლებსაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვიღებთ. ის ერთ-ერთი იმ მსაჯთაგანი იყო, ვინც ამ საკითხში სიმკაცრეს იჩენდა.

ვფიქრობ, "ლესტერმაც" და ჩვენც ვიცოდით ეს, როცა თავდამსხმელს არ აყაჩაღებ და არ ბოჭავ, უფრო მეტი შანსი აქვთ. ყველა კუთხურზე, რომლის დროსაც მარუან ფელაინი საჯარიმოშია, რაც "ლესტერთან" არ მომხდარა, მცველები მის გასანეიტრალებლად ყველა ხერხს მიმართავდნენ და წინა სეზონში პენალტები არ ინიშნებოდა, არც ამ სეზონში ინიშნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თანმიმდევრულობაა.

მსაჯები და მათი ასისტენტები თანმიმდევრულები უნდა იყვნენ - არ შეიძლება ერთ დღეს პენალტი დანიშნო და მეორე დღეს იმავე ქმედების გამო არ დანიშნო. "ლესტერთან" მატჩი სრულიად სუფთა იყო ამ მხრივ, მსაჯები კი მართლაც კარგად და თანმიმდევრულად მოქმედებდნენ".


ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
1 ოქტომბერი 2016 15:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რა თქმა უნდა, საჯარიმოში შეტევისთვის კარგი ფეხბურთელები გვყავს, მოძრაობებს ვამუშავებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შესრულების დონეა, იმ მატჩში კი ბლინდმა ძალიან კარგი დონე აჩვენა".


მოუნახე მერე კარგი ადგილი გუნდში ბლინდს და დაემსგავსება რაღაცას თამაში. ბლინდის და ერერას კარგმა თამაშმა პოგბას ზედმეტი სამუშაო აარიდა და მთლიანად შეტევაზე იყო კონცენტრირებული. პლიუს მატა ათიანზე კარგად მოქმედებდა და დაცვას წელავდა, სივრჩეები შექმნა ცენტრში.

ინდივიდუალურად რაც არ უნდა კარგი იყო, დიდი მნიშნელობა აქვს ვინ თამაშობს შენს გვერდით.
1
№2
ავტორი: ALEXI END POGBA
1 ოქტომბერი 2016 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Ki 100% it martali xar dzma
1
№3
ავტორი: GeorgeBest
1 ოქტომბერი 2016 17:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა ესეტი ხალხი გყავს გუნდში უნდა იყოთ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
1 ოქტომბერი 2016 17:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სტანდარტულები გააუმჯობესა გუნდმა და ასეც უნდა გაგრძელდეს, ლესტერთან თამაშამდე კუთხურიდან როდის გავიტანეთ ბოლოს აღარც მახსოვდა
0
№5
ავტორი: ikeoni
1 ოქტომბერი 2016 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ramodenime penali ar dagvides ukve
0
№6
ავტორი: ALEXI END POGBA
1 ოქტომბერი 2016 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Kutxurebshi ki ara yvelgnidan saxifatoni unda viyot
0
№7
ავტორი: U N I T E D
1 ოქტომბერი 2016 19:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
მართალი ხარ love
0
№8
ავტორი: stepno
2 ოქტომბერი 2016 04:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imediaa totenhemi gaargvevs sitis da chven ro gavargvevt eg vicii :-)))
0
№9
ავტორი: Legend Sir Alex
2 ოქტომბერი 2016 13:52
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მას შემდეგ რაც რიო, ვიდა და პერსი წავიდენენ ფაქტიურად კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს გოლად ვერ აქცევდნენ, ახლა ყველაფერი სხავანაირადაა. ბაი, სმოლინგი, პოგბა, ფეალინი, იბრაჰიმოვიჩი გყვავს და სირცხვლივი იქნება რომ კუთხურები სახიფათო არ გახდეს იუნაიტედის შესრულებით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top