ინგლისელი მცველი ძალიან კარგად გამოიყურებოდა "ლივერპულის" წინააღმდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ასევე კარგად ითამაშებს, თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგაც. ამ მატჩში ნემანია ვიდიჩისა და ჯონი ევანსის თამაში საეჭვოა. ასევე შიძლება, არ ითამაშოს რაფაელმა, რომელიც კვირას "ტოტენჰემის" ვარსკვლავს გარეტ ბეილს დაუპირისპირდება. რიოს მონაწილეობა კი პრაქტიკულად გარკვეულია: "ვესთ ჰემი" განსაკუთრებული კლუბია ჩემთვის. ის "იუნაიტედს" იმით ჰგავს, რომ ცდილობს ტრადიციების და ისტორიის შენახვას. ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება, რადგან მე აქ გავიზარდე. ყოველთვის ვცდილობ, ვადევნო ხოლმე ამ კლუბის მდგომარეობას, თვალი." – ციტატირებს რიო manutd.com–თან.
ასევე ფერდინანდი მიესალმება ჯო კოულის, გადაბარგებას "ჩაქუჩებში" და იმედოვნებს, რომ ის არ აჩვენებს საუკეთესო თამაშს, ოთხშაბათს მატჩისთვის: "ვესთ ჰემმა" ინგლისურ ფეხბურთს ძალიან კარგი ფეხბურთელები მისცა, რომელთაც შემდეგ, დიდი გამარჯვებები მოიპოვეს, ქვეყნის კლუბების დაამარცხებით. სამწუხაროა, რომ ეს ფეხბურთელები თვითონ "ვესთ ჰემს" ვერ დაეხმარენენ ტიტულის მოპოვებაში. ჯო კოული დაბრუნდა კლუბში და აპირებს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენას, ამ თვეების განმავლობაში. კარგი იქნებოდა, ძველი ჯო გვენახა. მაგრამ არა ამ ოთხშაბათს. ძალიან გვსურს შემდეგ რაუნდში გადასვლა."
როდესაც რიო ფერდინანდს ჰკითხეს, დარდობს თუ არა მედლის გამო, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ მოუპოვებია კლუბს, ფა თასზე, მან განაცხადა: "არ ვიცი მოვიგებ, თუ არა ამ ტიტულს, სანამ პენსიაზე გავალ. სიხარულით გამოვასწორებდი, ამ უმოქმედობას. რაც იქნება, იქნება. მე გადავაჯვარედინე თითები და ვიმედოვნებ ამ ტიტულის მოპოვებას, ამ წელს."