თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2016, 20:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1826,
კომენტარები: 7
სქოულზი: "რუნი დიდ მატჩებში ითამაშებს"
პოლ სქოულზი თვლის, რომ მისი თანამემამულის წარმატების დრო ჯერ არ ამოწურულა.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი თვლის, რომ "წითლების" კაპიტანი უეინ რუნი ჯერ კიდევ შეძლებს პრინციპულ მატჩებში მონაწილეობას.

30 წლის ფეხბურთელის არაოპტიმალურმა ფორმამ და პრესაში მომძლავრებულმა კრიტიკამ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აიძულა რუნი სათადარიგოთა სკამზე დაესვა.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედის" ლეგენდას მიაჩნია, რომ რუნი კვლავ გამოიჩენს თავს, როცა დიდი მატჩების დრო დადგება.

"ამ კლუბისთვის ნამდვილად სასარგებლო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უბრალოდ ამჟამად არც ისე კარგ ფორმაში იმყოფება.

დარწმუნებული ვარ, მისი ყოფნა სათადარიგოთა სკამზე დიდხანს არ გასტანს. უეინის ხასიათს ვიცნობ, მის მხარდამხარ მრავალი წელი მითამაშია. ის არის მებრძოლი, რომელიც გულხელდაკრეფილი არ დაჯდება.

ყველაფერს გააკეთებს შემადგენლობაში დასაბრუნებლად. მეჯრა, როცა ნამდვილად დიდი მატჩების დრო დადგება, უეინს თავის საუკეთესო კონდიციებში ვიხილავთ. ასეთ საპასუხისმგებლო მატჩებში აუცილებლად ითამაშებს",
- განაცხადა ყოფილმა ნახევარმცველმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2016 20:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველამ იცის რუნის ხასიათი, ხოდა დაამტკიცოს რომ უკეტესია სხვებზე და იმსახურებს ძირითადს. რასაც ამის თამაშებს ვნახულობ სხვები უკეთეესები არიან და უნდა იდგნენ კიდეც სასტავში
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
30 სექტემბერი 2016 20:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩემი აზრით არ ინდომებს, არც ისეთ ასაკშია რო ვთქვათ დაბერდა და აღარ შეუძლიაო, ეს რო რონალდოსავით მონდომებული იყოს ბევრად მეტს მიაღწევდა და დღესაც მაგარი იქნებოდა
0
№3
ავტორი: U N I T E D
30 სექტემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ყველამ იცის თუ როგორი ფეხბურთელი არის რუნი, რა უმნიშვნელეს მომენტში დაეხმარა გუნდს "კრისტალ პალასთან" ფინალურ მატჩში შესანიშნავი სოლორეიდი შეასრულა რამაც გამოიწვია მატას გოლი love
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
30 სექტემბერი 2016 22:42
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალიან ბევრმა იუნაიტედის ფანმა ჩამოწერა უეინი, რაც ძალაინ სამწუხაროა, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ უეინს შეუძლია თამაშის სურათი ერთი ქმედებით რადიკალურად შეცვალოს, ეს კი მის ექსტრაკლასს მიუთოთებს.
0
№5
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2016 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Imedia imedi ❤️
0
№6
ავტორი: deqstera
1 ოქტომბერი 2016 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
კლასი რო აქვს მაგაზე არავინ დავობს, უბრალოდ ტიპს მოძრაობა ეზარება, პრესინგზე ართამაშობს ნორმალურად და ადრე თუ ქაჯივით ძაან ბევრს დარბოდა ეხლა ვითომ დაიხვეწაო მაგრამ საერთოდ აღარ მოძრაობს, ცალი ფეხით და მოძრაობის გარეშე კი შეუძლებელია ვინმეს მოუგო...
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს რო მოტივაცია აღარ აქვს....
ტორესი-შევჩნკოსავით მოსდის ორივე დონე იყო მაგრამ გარკვეული ასაკის მერე ძაან მოუკლესს
1
№7
ავტორი: stepno
2 ოქტომბერი 2016 03:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Runis gareshe ar vici raa rodemde gavqachavt male daibrunebs imediaa formas :-(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top