29-09-2016, 21:09
ნანახია: 2047,
კომენტარები: 10
რეშფორდი Golden Boy-ს ნომინანტია
მარკუს რეშფორდი საერთაშორისო ნომინაციაზეა წარდგენილი.
მარკუს რეშფორდის გასაოცარი ზრდა და წარმატება საკლუბო და სანაკრებო დონეზე აღიარებული იქნება საერთაშორისო ჯილდოს ნომინაციაზე მისი წარდგენით.
თებერვალში "იუნაიტედის" რიგებში დებიუტის შემდეგ 18 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა "წითლების" მაისურით და 12 გოლი გაიტანა. მან გოლით აღნიშნა დებიუტი ინგლისის ნაკრებში, ხოლო ჰეთ-ტრიკით ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი.
ყოველწლიური დაჯილდოება ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოასპარეზე 21-წლამდე ფეხბურთელებს ეხება და შარშანდელი გამარჯვებული მარკუსის თანაგუნდელი ენტონი მარსიალი გახდა. რეშფორდთან ერთად პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ფეხბურთელები არიან "არსენალის" მოთამაშე ალექს ივობი, "ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელე ალი, "მანჩესტერ სიტის" წყვილი კელეჩი იჰეანაჩო და ლეროი სანე, "ლივერპულელი" მარკო გრუიჩი.
წინა გამარჯვებულთა შორის არიან პოლ პოგბა (2013), ლიონელ მესი (2005) და უეინ რუნი (2004), მიმდინარე წლის გამარჯვებული კი დეკემბერში დასახელდება.
2016 წლის Golden Boy-ის ნომინანტთა სრული სია:
Dele Alli (Tottenham), Marco Asensio (Real Madrid), Leon Bailey (Racing Genk), Riechedly Bazoer (Ajax), Gabriel Boschilia (Monaco), Julian Brandt (Bayer Leverkusen), Andreas Christensen (Borussia Monchengladbach, on loan from Chelsea), Kingsley Coman (Bayern Munich, on loan from Juventus), Ante Coric (Dinamo Zagreb), Amadou Diawara (Napoli), Mahmoud Dahoud (Gladbach), Danilo (Benfica), Moussa Dembele (Celtic), Ousmane Dembele (Borussia Dortmund) Gianluigi Donnarumma (AC Milan), Breel Ambolo (Schalke), Carlos Fernandez (Sevilla), Gabigol (Inter), Aleksandr Golovin (CSKA Moscow), Demarai Gray (Leicester City), Marko Gruijic (Liverpool), Goncalo Guedes (Benfica), Alen Halilovic (Hamburg), Kelechi Iheanacho (Manchester City), Alex Iwobi (Arsenal), Viktor Kovalenko (Shakhtar Donetsk), Ruben Loftus-Cheek (Chelsea), Lucas Hernandez (Atletico Madrid), Emanuel Mammana (Lyon), Nathan (Vitesse, on loan from Chelsea), Ruben Neves (Porto), Jules Ntcham (Genoa), Marcus Rashford (Manchester United), Renato Sanches (Bayern Munich), Jairo Riedewald (Ajax), Antonio Sarabria (Real Betis), Leroy Sane (Manchester City), Jonathan Tah (Leverkusen), Youri Tielemans (Anderlecht), Almamy Toure (Monaco).