ჟოზე მოურინიოს განაცხადი მატჩისთვის.
ჟოზე მოურინიო სასტუმრო "ლოურიში" "ზარიასთან" მატჩის წინ თავის შეგირდებთან ერთად მივიდა.
ხუთშაბათს შუა დღეს "წითლები" ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში შეიკრიბნენ, მაგრამ მათ შორის არ იყო მეკარე დავიდ დე ხეა. ფოტოგრაფებმა ვერც მემფის დეპაი შენიშნეს.
პოლ პოგბა ჯერ კიდევ "ლოურიში" ცხოვრობს და ბუნებრივია, რომ თავის თანაგუნდელებს ხშირად ხვდება, ჰენრიხ მხითარიანი კი მდინარე ირველის მახლობლად ცხოვრობს, თუმცა გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა, რადგანაც მოურინიო დღეს საღამოს მის გამოყენებას არ აპირებს. სიახლოვეს ცხოვრობს დეილი ბლინდიც და ისიც გუნდის წევრების გვერდით შენიშნეს. ლუკ შოუ და ფილ ჯონსი კვლავ ტრავმირებულები არიან.
ვან გაალისგან განსხვავებით მოურინიო 18-კაციანი შემადგენლობით არ ემზადება მატჩისთვის. მაგალითად, მისი გუნდის 25-ვე წევრი იმყოფებოდა ლონდონში ქომუნითი შილდის მატჩისთვის, ხოლო "ჰალ სიტისთან" მატჩისთვის 20 ფეხბურთელი წაიყვანა თან.
ამავე რაოდენობის მოთამაშე ჰყავდა პორტუგალიელს მანჩესტერული დერბის წინ. გარდა ამისა, ვან გაალი თავის ფეხბურთელებს ორი დღით ადრე ეუბნებოდა, რომ მატჩში ათამაშებდა ან არ ათამაშებდა, ხოლო მოურინიო ბოლო წუთამდე მოცდას ამჯობინებს.
შესაძლოა, რუნი "ლესტერ სიტისთან" მატჩის მსგავსად კვლავ სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ, რადგანაც ჟოზეს ჯერ არ გადაუწყვეტია, ათამაშებს თუ არა მას სასტარტო შემადგენლობაში.
"უოტფორდთან" მიღებული ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის ენტონი მარსიალი. რაც შეეხება ლუკ შოუს, მას ტრავმის გარდა ავადმყოფობის ნიშნებიც აღენიშნება.
დადასტურებული შემადგენლობა: რომერო, ჯონსტონი, დარმიანი, ფოსუ-მენსა, სმოლინგი, ბაიი, როხო, ფელაინი, კერიკი, შნეიდერლინი, მატა, ლინგარდი, იანგი, რუნი, მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი, რეშფორდი.
სავარაუდო: ბლინდი, პოგბა.
წყარო:
M.E.N.