ხუან მატას ყოველთვის კარგ სამსახურს უწევს საქმისადმი პოზიტიური მიდგომა და ამის ხარჯზე არ აპირებს თქვას, რომ ბოლო პერიოდში მას არ უმართლებდა სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, რამაც გავლენა ვერ მოახდინა "ლესტერ სიტისთან" მის წარმატებით ასპარეზობაზე.
ინგლისის ჩემპიონებთან შეხვედრაში ესპანელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც მარკუს რეშფორდმა გამოიჩინა თავი.
"ზორიასთან" მატჩის წინ მატჩის დღის საპროგრამო ჟურნალის წარმომადგენელმა ინტერვიუს ჩამორთმევისას ხუანს ჰკითხა, ეხმარებოდა თუ არა ყოველკვირეულ ბლოგში გამოვლენილი სიმშვიდე კარიერის განმავლობაში, რაზეც უპასუხა:
"კი, ჩემი აზრით, პრობლემასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა, მითუმეტეს, თუ ცუდი სიტუაცია და შედეგები გვაქვს. ბლოგში მხოლოდ იმის ჩადებას ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა გამოვავლინო და უკეთესს დაველოდო. ვფიქრობ, უკეთესი დრო დადგება, თუკი იშრომებ და თანაც პატიოსნად, ყველაფრის გუნდისთვის გადაცემით.
როგორც ადამიანთა ჯგუფი, ჩვენ მაქსმიმუმის გაკეთებას ვცდილობთ გულშემატკივართა ბედნიერებისათვის და ვფიქრობ, ასეც იქნება. ამის გავრცელება მინდა, როცა გულშემატკივრებს ჩვენი მარცხის შემდეგ ბლოგის წაკითხვა და რამის ნახვა სულაც არ უნდათ. მათ მხოლოდ ჩვენი გამარჯვებები აინტერესებთ, მაგრამ როცა ასე არ ხდება, მე ჩემი ხერხი მაქვს იმის გადმოსაცემად, თუ როგორ ვგრძნობ თავს. გმადლობთ მხარდაჭერისათვის და მაპატიეთ ცუდი მომენტების გამო, მაგრამ მალე ისევ ბედნიერები ვიქნებით, როგორც ბოლო უქმეებზე ვიყავით".
სანამ კვირას "სტოკ სიტის" დაუპირისპირდება, "იუნაიტედს" კარგი თამაშის ჩვენების შანსი ევროპა ლიგის მატჩში "ზორიას" წინააღმდეგ ექნება. უკრაინელები შიდა ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ევროტურნირის პირველი ტურის მატჩში "ფენერბაჰჩეს" 1-1 ეთამაშეს.
"ვიცით, რომ რთული თამაში გვექნება. ჩემი აზრით, ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან უკრაინაში ძალიან რთულ პირობებში მოგვიწევს თამაში. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდა, "ფეიენოორდთან" დამარცხების შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ".