თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2016, 01:37
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3272,
კომენტარები: 12
ჟოზე მოურინიო:"განსხვავებული ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ"
ჟოზეს წინასამატჩო პრესკონფერენცია.
ჟოზე მოურინიო:
ჰოლანდიაში თქვენ ვერ მიიღეთ ის შედეგი რასაც ელოდით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალ სასურველი შედეგის მიღება ?

"მნიშვნელოვანია ყველა მატჩი. ჩვენ ხვალ უნდა გავიმარჯვოთ. თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ წინ 4 მატჩი გვრჩება და ყველაფერი გართულდება, რადგან ყველა დარჩენილ მატჩში მხოლოდ 3 ქულის აღება დაგვჭირდება. მე არ მსურს გავირთულოთ სიტუაცია, ამიტომ ჩვენ ხვალ უნდა გავიმარჯვოთ."

თქვენ თქვით რომ შაბათს შოუ მზად არ იყო სათამაშოდ, დღეს კი მას საერთოდ არ უვარჯიშია თქვენთან ერთად...

"ის გაცივდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. დილით შოუ მოვიდა ვარჯიშზე, მაგრამ ექიმმა ის სახლში გაუშვა, რადგან მის გაციებას სხვების ჯამრთელობაზე უარყოფითად არ ემოქმედა."

როდესაც კენჭისყრა შედგა, თქვენ თქვით რომ "ზარიაზე" ცოტა რამ თუ იცოდით. რა იცით ახლა მათ შესახებ ?

"ახლა მათ შესახებ ბევრი ვიცი. ვუყურე მათ თამაშს "ფენერჰბახჩეს" და "დინამო კიევის" წინააღმდეგ. ასევე მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია ჩემმა ასისტენტებმაც მომაწოდეს. ისინი ორივე ამ მატჩზე იმყოფებოდნენ. რაც "ზარიაში" დავინახე ეს არის მათი სისხარტე. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან მათი გამორჩეული ფეხბურთელები, თამაშის სტილი, ფილოსოფია. ვფიქრობ მზად ვართ."

ჟოზე, თქვით რომ მხითარიანი გამოჯანმრთელდა. რას უნდა ველოდოთ მისგან ? ფაქტია ჯერ ჰენრიხს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. თქვენი აზრით რომელია მისთვის საუკეთესო პოზიცია ?

"მხითარიანი ხვალ არ ითამაშებს."

და უეინ რუნი ითამაშებს ?

"რუნი განაცხადშია, მაგრამ იქნება ის თუ არა სასტარტოში ჯერ არ გადამიწყვეტია. ორშაბათს მან ნაწილობრივ ივარჯიშა, გუშინ კი საერთოდ არ უვარჯიშია. რუნის ზურგზე ჰქონდა პრობლემები და მხოლოდ დღეს ივარჯიშა სრულად გუნდთან ერთად, რადგან ხვალინდელი მატჩის გამო დღეს ინტენსიური ვარჯიშები არ გვქონია. თქვენ მას რთული სიტუაცია შეუქმენით. ის შეიძლება გამოვიდეს მოედანზე მაგრამ ცუდი მატჩის ჩატარების უფლება არ აქვს. მე რუნის დავიცავ, აქ ამისთვის ვარ. ამიტომ შევხედავ და გავაანალიზებ მის მდგომარეობას და ამის შემდეგ გადავწყვეტ მზად არის ის თუ არა კარგი მატჩის ჩასატარებლად."

ჟოზე, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა. რას იტყოდით ?

"პირველ რიგში გეტყვით იმას რომ ვწუხვარ, რადგან ვიცი რომ სემისთვის ეს სამუშაო ოცნება იყო. ის რაც მოხდა არანაირ გავლენას არ იქონიებს ჩვენს ურთიერთობაზე. მე მომწონს სემი, მას დიდ პატივს ვცემ. ამასთან ეს მისი და საფეხბურთო ასოციაციის გადასაწყვეტი საქმეა და არა ჩემი."

ჰოლანდიაში თქვენ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაასვენეთ. აპირებთ იმავეს ხვალინდელ მატჩში ?

"არა, სავარაუდოდ არა."

ანუ მთავარი ფეხბურთელები ხვალ ითამაშებენ ?

"დიახ."

ჟოზე, როდესაც "ჩელსიში" მუშაობდით თქვენ გაყიდეთ მატა...

"არ ხართ მართალი"

კარგით... მაშინ თქვენ მის პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გყავდათ. შეიცვალა თუ არა სიტუაცია ახლა ? ის თქვენთვის უფრო ღირებული ფეხბურთელი გახდა ?

"არა. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ მე მატა არ გამიყიდია. ეს არაა ჩემი ამოცანა ფეხბურთელის გაყიდვა. ჩემი ამოცანაა მათი გაწვრთვნა და მოედანზე გაყვანა. ხუანმა თვითონ მთხოვა გაშვება და როდესაც ფეხბურთელი ამას გთხოვს იქ ორჯერ არ უნდა დაფიქრდე. ფეხბურთელების ის ნაკრები რომლებიც მე "ჩელსიში" მყავდა ერთია, ფეხბურთელები რომლებიც მე აქ მყავს სხვა. მე "იუნაიტედში" განსხვავებული გეგმები მაქვს და ვაპირებ გუნდი ვათამაშო განსხვავებულად მაშინდელი "ჩელსისგან". ამიტომ ვფიქრობ მატა "ჩელსიში" კარგი ფეხბურთელი იყო, "იუნაიტედში" კი ის ძალიან კარგი ფეხბურთელია."

როგორ არის ანტონი მარსიალი ? გამოჯანმრთელდა ის თუ არა ?

"ის გამოჯანმრთელდა და მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის."

ჟოზე, კმაყოფილი იყავით მისი თამაშით ტრავმამდე ?

"სალაპარაკო თემის შეცვლაში კარგი ხართ. აღარ იქნება შეკითხვები რაშფორდზე ? რატომ არ თამაშობს ? რატომ თამაშობს კარგად ? რატომ გააქვს გოლები ? რატომ უნდა გამოიძახონ ნაკრებში ? რაშფორდზე შეკითხვები აღარ არის, ახლა მთავარი თემა მარსიალია..."

ჟოზე, "ჩელსიში" ყოფნის დროს ამბობდით რომ მატა ვერ ჯდებოდა გუნდის სტილში. "იუნაიტედში" განსხვავებული ვითარება იქნება ?

"რა თქმა უნდა. მე აქ სწორხაზოვანი ფეხბურთელები არ მყავს. ჩვენთვის კარგი და ლამაზი ფეხბურთია მთავარი მიზანი. მე აქ არ მყავს ისეთი ძლიერი და კომპაქტური ფეხბურთელები. ჩვენ განსხვავებული ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. ჩვენ ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ. გპირდებით რომ ეს იქნება განსხვავებული ფეხბურთი. იმ ფეხბურთისთვის, რომლის თამაშსაც ჩვენ ვაპირებთ მატა იდეალურია, ჩვენ გვჭირდება მისი შესაძლებლობები."

წყარო:Carrick.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: just-rezi
29 სექტემბერი 2016 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ვფიქრობ დღეს კარგი თამაში იქნება და სვარკას არ შემოგვთავაზებს ჟოზე... მაგრად მინდა დეპაის ძირითადში ნახვა იქნებ ზარიასთან მაინც რაღაცა გამოუვიდეს მაგრად მინდა რომ კარგად ათამაშდეს კარგი ვინგერი უნდა დადგეს... პს. ისე რუნის დუბლი დაგლიჯავდა:)
3
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 სექტემბერი 2016 09:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: just-rezi
ვფიქრობ დღეს კარგი თამაში იქნება და სვარკას არ შემოგვთავაზებს ჟოზე... მაგრად მინდა დეპაის ძირითადში ნახვა იქნებ ზარიასთან მაინც რაღაცა გამოუვიდეს მაგრად მინდა რომ კარგად ათამაშდეს კარგი ვინგერი უნდა დადგეს... პს. ისე რუნის დუბლი დაგლიჯავდა:)

მეც მაგის იმედი მაქ რო სვარკა არ იქნება და ლამაზ და ხარისხიან ფეხბურთს ითამაშებს გუნდი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 სექტემბერი 2016 10:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის ესეთ თამაშებში სულ დააყენებს, იქაც საჭირო იქნება როცა გამოცდილება დაგვჭირდება და არა ისეტ ტემპში თამაში როგორიც ლესტერთან იყო
0
№4
ავტორი: gela-manutd
29 სექტემბერი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა მოვიგოთ
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 სექტემბერი 2016 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ მატათი რა გაუტრაკეს სამქე??? areyoukiddingme

უსრულებს ჟურნალისტებს მოუ wink
0
№6
ავტორი: dachi_mu
29 სექტემბერი 2016 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou magari xar :) <3
0
№7
ავტორი: kobinio
29 სექტემბერი 2016 13:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Mamecona kee :))
0
№8
ავტორი: stepno
29 სექტემბერი 2016 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mata martlac ro girebulia fexburteliaa dzalian magarad gvchirdeba
0
№9
ავტორი: dybbuk
29 სექტემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
კაროჩე ვერანაირად ვერ აღვიქვამ ამ ტურნირს სერიოზულად, ნუ მანიუსთვის რათქმა უნდა, დიდად არც ფეინოორდთან წაგება მწყენია და სიმერთლე ვთქვა არც გამკვირვებია საბოლოო შედეგი, ეს ევროპა ლიგა არის ისეთი ფეხბურთელების შანსი როგორიცაა დეპაი, ფოსუ-მენსა, შნაიდერნლინი და ა.შ.
0
№10
ავტორი: ikeoni
29 სექტემბერი 2016 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Saxes utynavs am jurnalistebs))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top