დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი ფოტომასალა.
ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგის მატჩში "ზარიას" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ "წითელმა ეშმაკებმა" Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე ბოლო ვარჯიში გამართეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდები მანამდე უეფა-ს ტურნირებზე ერთმანეთს არ შეხვედრიან. "ზარია" პირველად ეთამაშება ინგლისურ კლუბს.
მოურინიოს გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი "ფეიენოორდთან" 1-0 დათმო.
გუნდის 24-კაციანი შემადგენლობა, რომელმაც მატჩის წინ ივარჯიშა: დე ხეა, რომერო, ჯონსტოუნი, ფოსუ-მენსა, ვალენსია, სმოლინგი, დარმიანი, ბაიი, ბლინდი, როხო, ერერა, ლინგარდი, მხითარიანი, იანგი, კერიკი, შნეიდერლინი, ფელაინი, პოგბა, მატა, დეპაი, მარსიალი, რეშფორდი, იბრაჰიმოვიჩი, რუნი.