როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდალური ბასტიან შვაინშტაიგერი ვერ საგებლობს ჟოზე მოურინიოს ნდობით, მეტიც, ის არ ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად. ბასტიანი "იუნაიტედის" მეორე გუნდში ირჯება.
ლუკაშ პოდოლსკის განცხადებით, ყველაფერი რაც ბასტინის თავს ხდება, არასწორია. ლეგენდალური გერმანელი "იუნაიტედს" "ბაიერნიდან" ერთი წლის წინ შეუერთდა და მას შემდეგ ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი "იუნაიტედში", თუმცა რეგულალურმა ტრამვებმა ბასტიანს ფეხის მოკიდება არ დააცალეს .
"იუნაიტედის" ახალი მენეჯერი, ჟოზე მოურინიო არ ენდობა 32 წლის ნახევარმცველს და არ ამყარებს იმედებს მასზე. ეს დამოკიდებულება ბასტიანის მიმართ ბევრისთვის მიუღებელია და გამონაკლისი არც მისი თანამემამულე ლუკაშ პოდოლსკია.
"მე არ ვიცი მომავალში რა გეგმები აკავშირებს მოურინიოს ბასტაინთან, მაგრამ რაც ამ დროისთვის ხდება ბასტიანის თავს, სამარცხვინო და არასწორია, ბასტიანი არ იმსახურებს რეზერვებში თამაშს."
"ჩემი აზრით, ნებისმიერი მწვრთნელი ვალდებულია, ნებსიმერი ფეხბურთელისთვის გუნდის კარია ღია დატოვოს, განსაკუთრებით ისეთი ფეხბურთელთათვის, როგორიც ბასტაინ შვაინშტაიგერია." - განუცხადა პოდოლსკიმ გერმანულ Bild-ს.