თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2016, 12:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1865,
კომენტარები: 7
FA ინგლისის თასის ფორმატის შეცვლას აპირებს
საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივა.
FA ინგლისის თასის ფორმატის შეცვლას აპირებს
FA (საფეხბურთო ასოციაცია) მზად არის მნიშვნელოვნად შეცვალოს ინგლისის თასის ფორმატი, რათა ინგლისურ კლუბებს ზამთრის არდადეგები ჰქონდეთ.

BBC-სთან ინტერვიუში ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ ჰარვიმ განაცხადა, რომ ამჟამად იდეა მდგომარეობს გადათამაშებების გაუქმებასა და მე-4 და მე-5 რაუნდის მატჩების ჩატარებაში არა უქმე დღეებზე, არამედ შუა კვირაში.

ამგვარად ასოციაცია კალენდარში ორკვირიანი შესვენების შეტანას შეძლებს. შესაბამისი ინიციატივა კენჭისრაზე წარდგენილი იქნება მომდევნო ზაფხულს.

"იმისათვის, რომ ზამთრის არდადეგებისთვის ადგილი ვიპოვოთ, რაც ასოციაციის მიზანია, კალენდარში ახალი თარიღები უნდა შევიტანოთ. ინგლისის თასის ორი რაუნდის ჩატარება შეგვიძლია შუა კვირაში, ასევე გადათამაშებების გაუქმება მე-4 და მე-5 რაუნდში",
- განაცხადა ჰარვიმ.

საფეხბურთო ასოციაციამ ინგლისის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გადათამაშებების გაუქმების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, მაისში კი იგივე გადაწყვეტილება შეეხო მეოთხედფინალებსაც.

წყარო: bbc
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
28 სექტემბერი 2016 13:03
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ცუდი ნამდვილად არ იქნება თორემ ძაან იღლებიან ინგლისური გუნდები.
1
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 სექტემბერი 2016 13:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კაარგი იდეაა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2016 13:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვენიერია winked ჩვენ კი გვევასება სულ თამაშები რო უწევს მარა კარგი იქნება მგონი
3
№4
ავტორი: ikeoni
28 სექტემბერი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Kargii iqneba aba ra ubedureba kvirashi 5 tamashi
1
№5
ავტორი: SAF
28 სექტემბერი 2016 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
სწორია ვემხრობი და საერთოდ გააერთიანონ ეს თასები და იყოს ორის მაგივრად ერთი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: gela-manutd
28 სექტემბერი 2016 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ნეტა არ ანზრევდნენ
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
28 სექტემბერი 2016 18:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მივესალმები ამ ცვლილებას, ძაან გადატვირთული გრაფიკი აქვთ ინგლისურ გუნდებს და ეს ცვლილება ცოტა შვება იქნებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top