თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2016, 18:49
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2468,
კომენტარები: 10
"გიგზის აქტიურობის დროა"
როგორი უნდა იყოს გიგზის მომავალი კარიერა ?
თუ რაიანს "სუონსი" ამ კვირაში შესთავაზებს სამუშაოს, სავარაუდოდ მას პირველი მატჩი "ლიბერთი სტედიუმზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ ექნება.

"გიგზის აქტიურობის დროა"


წარმოიდგინეთ, "იუნაიტედის" ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი თავის პირველ მატჩს მართავს "ლივერპულის" წინააღმდეგ. გუნდის, რომელსაც ის "მანჩესტერის" რიგებში მუდამ ებრძოდა. როდესაც გიგზმა თავის დაბადების დღეზე, 1987 წლის 29 ნოემბერს "იუნაიტედთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი, "ლივერპული" ტურნირის სათავეში იდგა. იმ წელს მერსისაიდელებმა 17–ე ჩემპიონობა მოიპოვეს, ხოლო ყველაზე ახლო მდევარს 8 ქულით გაასწრეს.

საფეხბურთო მწვრთნელის კარიერა იშვიათია რომ იდეალურად დაიწყოს. რა თქმა უნდა გამონაკლისია როცა კარგ წინასასეზონო მომზადებას გადიხარ, კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობა გყავს და რაც მთავარია მხარს გიჭერს გულშემატკივარი, რომელიც მზად არის რომ დაელოდოს შენს წარმატებას. "სუონსიში" სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის.

ეს არ იქნება ისეთი კრიზისი, რომელშიც აღმოჩნდა სერ ალექს ფერგიუსონი, როდესაც მან 1974 წელს "სტერლინგშირი" ჩაიბარა. მაშინ 32 წლის უკვე ყოფილ ფეხბურთელს გაცილებით რთული სიტუაცია დახვდა. გუნდი რომელიც მან ჩაიბარა მხოლოდ 9 ფეხბურთელისგან შედგებოდა, ამასთან გაგეცინებათ და გუნდში მეკარეც არ იყო. მაშინ განსხვავებული დრო იყო. დღეს ფეხბურთელებს აქვთ ძალიან დიდი ფინანსური შემოსავლები და ამისთვის აუცილებელი ნამდვილად არაა იყო მწვრთნელი. ისინი ვინც კარიერას ასრულებენ, ფინანსები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შეკითხვა შემდეგშია, თუ გიგზი ამ შაბათს ან უახლოეს დროში არ ჩაიბარებს რომელიმე გუნდს, ნამდვილად კი აპირებს პრემიერ ლიგის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი საკუთარი მომავლის მწვრთნელობასთან დაკავშირებას ? თუ ეს ასეა რომელი სტრატეგია აქვს უელსელს არჩეული იმისთვის, რომ მან მიაღწიოს მთავარს, "ოლდ ტრაფორდზე" მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნებას ? ის დღეები როცა ფერგიუსონს ჰქონდა საშუალება გამოცდილების მიღებისთვის წარსულს ჩაბარდა. დღეს ყოველი დიდი სახელი მიისწრაფვის იმისათვის, რომ ტოპ მწვრთნელების ეშელონში დაიმკვიდროს ადგილი. ამასთან ერთ გუნდში საშუალოდ 2–3 წლიანი მუშაობით და შემდეგ სხვა გუნდში გადასვლით.

"გიგზის აქტიურობის დროა"


ყველაზე ახლო მაგალითი, როცა მოთამაშე ფეხბურთელმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი უმაღლესი მწვრთნელების ლიგაში რონალდ კუმანია. მას, როგორც გიგზს საფეხბურთო მოედანზე ბევრი რამ აქვს დატოვებული. დღეს ის გიგზის მსგავსად მიისწრაფვის მთავარი მიზნის ასრულებისთვის, "ბარსელონას" გაწვრთნისთვის.

მაგრამ კუმანი დიდად უსწრებს გიგზს. "ევერტონი" ჰოლანდიელისთვის უკვე მე–9 გუნდია. მან ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ტიტულის მოპოვების შანსი ამ გუნდში ბევრად მეტია ვიდრე "საუთჰემპტონში". კუმანი თვლის რომ მას კიდევ ერთი ტრიუმფი სჭირდება, რათა "ბარსელონას" გაწვრთნისთვის რბოლაში კიდევ უფრო წინ გაიჭრას. მის აქტივში 3 ჰოლანდიის ჩემპიონობაა და ერთიც სამეფო თასი, რომელიც მან "ვალენსიასთან" ერთად მოიგო.

"გიგზის აქტიურობის დროა"


სავარაუდოდ კუმანი "ევერტონში" რამდენიმე წელი გაჩერდება და შემდეგ უფრო პრესტიჟულ არენაზე გადაინაცვლებს. მოურინიო, გვარდიოლა და ანჩელოტი VIP ზონაში იმყოფებიან, მაგრამ კონტე, კლოპი, ემერი, სიმეონე, პოჩეტინო, რანიერი მათგან არც თუ ისე შორს არიან.

თუ თქვენ მწვრთნელების ამ სიაში მოყვებით, ჩათვალეთ რომ თქვენ უკვე ბევრს მიაღწიეთ. გიგზი შესაძლოა ოცნებობს და ფიქრობს რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი დრო ისეთივე ხანგრძლივი იქნება, როგორც შოტლანდიელის. მაგრამ ძნელად დასაჯერებელია რომ დიდი კლუბები ასეთი ისტორიის განმეორებისთვის მზად არიან. დღეს მათ სჭირდებათ მაღალი კლასის მწვრთნელი, ბრენდი.

"გიგზის აქტიურობის დროა"


გვარდიოლას სავიზიტო ბარათი ბურთის ფლობა და პრესინგია. ანჩელოტისთვის მენეჯმენტი, დაფუძნებული კონსესუსზე, რომელიც თითქოს ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის ბალზამია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მოურინიოსთვის გამარჯვება ნებისმიერ ფასად, მაგრამ ეს ტრენდი დღეს უკვე ძალზედ გავრცელებულია.

როგორი იქნება გიგზის სტილი ? ის იწყებს კარიერის ფერგიუსონთან მიღებული გამოცდილებით, მაგრამ ალბათ იმ გააზრებით რომ მეორე ფერგიუსონი აღარ იქნება. მოესის და ვან გაალის მაგალითზე მან კარგად დაინახა თუ როგორ შეიძლება გაგექცეს მართვის სადავეები ხელიდან და ამოწურო კლუბის ხემლძღვანელობის ნდობა. თანამედროვეობის მთავარი "მონსტრები" გვთავაზობენ რაღაც ახალს, ექსკლუზიურს, თავისებურს. ამასთან მათ აქვთ ნიჭი, რომ დაარწმუნონ გუნდის ხელმძღვანელები თავიანთ ხედვებსა და კომპეტენტურობაში.

"სუონსი" იყო კარგი ტრამპლინი ისეთი მწვრთნელებისთვის, როგორებიც ბრენდან როჯერსი და რობერტო მარტინესი იყვნენ. შემდეგ ეს ორი მერსისაიდულ გუნდებში გამოდიოდნენ, მაგრამ მწვრთნელების ელიტაში მათ ადგილი ვერ დაიმკვიდრეს.

გიგზისთვის ეს არის გამოწვევა, რომელიც დაეხმარება მას მიუახლოვდეს თავის საოცნებო "ოცნების თეატრს".

რომ აღმოჩნდეს იქ სადაც მას სურს, გიგზს სჭირდება ცოტაოდენი გამართლებაც. თუ ის გაწვრთნის "სუონსის", ის მიხვდება რომ ეს ის გზაა, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. მას კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ მხოლოდ ძალიან ძლიერები აღწევენ საფეხბურთო მენეჯმენტის მწვერვალს.


წყარო:Telegraph
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ვნახოთ აბა რა იქნება..წარმატებები რაიან
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 სექტემბერი 2016 19:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული იქნება სუონსის ჩაბარება ლამის უკვე შუა სეზონში, ამ პერიოდში გიგსისნაირ გამოუცდელ მწვრთნელებს კიარა კარგ სპეციალისტებსაც უჭირთ გუნდის თავის სტილზე გადაყვანა. აგერ კლოპი ოქტომბერში მივიდა ლივერპულში და მე-8 ადგილზე დაასრულა სეზონი, კარგი იქნება თუ რაიანი ჩაიბარებს სუონსის მაგარმ მისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ
2
№3
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: SANDROGRIGA
რთული იქნება სუონსის ჩაბარება ლამის უკვე შუა სეზონში, ამ პერიოდში გიგსისნაირ გამოუცდელ მწვრთნელებს კიარა კარგ სპეციალისტებსაც უჭირთ გუნდის თავის სტილზე გადაყვანა. აგერ კლოპი ოქტომბერში მივიდა ლივერპულში და მე-8 ადგილზე დაასრულა სეზონი, კარგი იქნება თუ რაიანი ჩაიბარებს სუონსის მაგარმ მისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ

სუონს ვინ უნდა დაუნიშნო სასწაულები რო ჩაიდინონ wink
0
№4
ავტორი: kantona-7
27 სექტემბერი 2016 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
წარმატებები რაიან love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: gela-manutd
27 სექტემბერი 2016 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: SANDROGRIGA
რთული იქნება სუონსის ჩაბარება ლამის უკვე შუა სეზონში, ამ პერიოდში გიგსისნაირ გამოუცდელ მწვრთნელებს კიარა კარგ სპეციალისტებსაც უჭირთ გუნდის თავის სტილზე გადაყვანა. აგერ კლოპი ოქტომბერში მივიდა ლივერპულში და მე-8 ადგილზე დაასრულა სეზონი, კარგი იქნება თუ რაიანი ჩაიბარებს სუონსის მაგარმ მისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ

ხო ამ სეზონში მაინც მარა ევროპაზეც რო გაიყვანოს ცუდი შედეგი არაა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
27 სექტემბერი 2016 20:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
ციტატა: SANDROGRIGA
რთული იქნება სუონსის ჩაბარება ლამის უკვე შუა სეზონში, ამ პერიოდში გიგსისნაირ გამოუცდელ მწვრთნელებს კიარა კარგ სპეციალისტებსაც უჭირთ გუნდის თავის სტილზე გადაყვანა. აგერ კლოპი ოქტომბერში მივიდა ლივერპულში და მე-8 ადგილზე დაასრულა სეზონი, კარგი იქნება თუ რაიანი ჩაიბარებს სუონსის მაგარმ მისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ

სუონს ვინ უნდა დაუნიშნო სასწაულები რო ჩაიდინონ wink


სასწაულში ტიტულების მოგებას არ ვგულისხობ wink კარგ პოზიციაზე რო დაასრულებინოს ეგ უკვე კარგი იქნება მისთვის მაგრამ გინდა თუ არა საუკეთესო 8 გუნდში შეიყვანეო ამას ვერ მოვთხოვთ, თუ მოახერხებს მაგას რა ჯობია winked
0
№7
ავტორი: Dato Sirabidze
27 სექტემბერი 2016 20:01
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: gela-manutd
ციტატა: SANDROGRIGA
რთული იქნება სუონსის ჩაბარება ლამის უკვე შუა სეზონში, ამ პერიოდში გიგსისნაირ გამოუცდელ მწვრთნელებს კიარა კარგ სპეციალისტებსაც უჭირთ გუნდის თავის სტილზე გადაყვანა. აგერ კლოპი ოქტომბერში მივიდა ლივერპულში და მე-8 ადგილზე დაასრულა სეზონი, კარგი იქნება თუ რაიანი ჩაიბარებს სუონსის მაგარმ მისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ

ხო ამ სეზონში მაინც მარა ევროპაზეც რო გაიყვანოს ცუდი შედეგი არაა

ჩაიბაროს და ევროპაზე გაიყვანოს თანაც წელს ეგ არის ფანტასტიკა, 7 გუნდში მოხვედრა არარეალურია, თასს თუ აიღებს ეგაა, მაგრამ ჯერ ვაბშე დაინიშნოს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№8
ავტორი: Legend Sir Alex
27 სექტემბერი 2016 21:50
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
შეთავაზება თუ მიიღო უეჭველი უნდა ცადოს რაიანმა, ძალაინ მინდა ისეთივე წარმნატებული სამწვრთნელო კარიერა ქონდეს როგორიც ფეხბურთელი რანგში ქონდა. მე წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით რაიანს. იმედი მაქვს ერთ დღეს მას და სქოულზს იუნაიტედის მწვრთნელის რანგში ვიხილავ. love
0
№9
ავტორი: shotkin
27 სექტემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რთული იქნება თუარა ამას ბარსელონას ბაიერნს და აწყობილ გუნდს არავინ მიცემს და რაცარუნდა რთული იყოს სადმე უნდა დაიწყოს თუ უნდა მწვრთნელობა და მერე ნელ ნელა განვითარდეს, იმ რთულ სიტუაციაში უნდა ისწავლოს ბევრი რამე და გამოიჩინოს თავი და უფრო დააფასებენ და ესე გაიზრდება როგორც პროფესიონალი
0
№10
ავტორი: gela-manutd
27 სექტემბერი 2016 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: ikeoni
ციტატა: SANDROGRIGA
რთული იქნება სუონსის ჩაბარება ლამის უკვე შუა სეზონში, ამ პერიოდში გიგსისნაირ გამოუცდელ მწვრთნელებს კიარა კარგ სპეციალისტებსაც უჭირთ გუნდის თავის სტილზე გადაყვანა. აგერ კლოპი ოქტომბერში მივიდა ლივერპულში და მე-8 ადგილზე დაასრულა სეზონი, კარგი იქნება თუ რაიანი ჩაიბარებს სუონსის მაგარმ მისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ

სუონს ვინ უნდა დაუნიშნო სასწაულები რო ჩაიდინონ wink


სასწაულში ტიტულების მოგებას არ ვგულისხობ wink კარგ პოზიციაზე რო დაასრულებინოს ეგ უკვე კარგი იქნება მისთვის მაგრამ გინდა თუ არა საუკეთესო 8 გუნდში შეიყვანეო ამას ვერ მოვთხოვთ, თუ მოახერხებს მაგას რა ჯობია winked

თან მაინტერესებს მერე ვინებს იყიდის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top