სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ უეინ რუნიმ და ლუის ნანიმ სრული დატვირთვით ჩაატარეს ვარჯიში, ასე რომ ისინი ოთხშაბათს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ....
შემტევი დუეტი ითამაშბს FA Cup–ის მესამე რაუნდის, გადათამაშებაზე, ამით სერ ალექსის გუნდსაც საქმე გაუადვილდება, ამ ტრავმებით დატვირთულ პერიოდში.
რუნი ბოლოს კლუბის მაისურით, "სუონსთან" ითამაშა, სადაც კლუბმა ფრედ ითამაშა, ხოლო ნანიმ კი ბოლო მატჩი კლუბ "ბრაგასთან" გამართა. სერ ალექსმა ასევე აღნიშნა, რომ ხავიერ ერნანდესი და ანტონიო ვალენსიაც შუერთდებიან ამ დუეტს.
"უენიც და ნანიც, მონაწილეობას მიიღებენ მატჩში. – განაცხადა ბოსმა MUTV–თან. – ორივე გამოჯანმრთელდა."
"ჩიჩა და ანტონიო, გააძლიერებენ გუნდს. ნამდვილად, არ იქნება ბევრი ცვლილება. რუნი დაბრუნდა, რაც ძალიან კარგია. ის ერთი კვირა ვარჯიშობდა და კარგადაც გამოიყურებოდა. რაც შეეხება ნანის, ის დუბაიდან დაბრუნდა, სადაც მოგზაურობდა და საკმაოდ კარგად გამოიყურება. საერთო ჯამში, გუნდი ძლიერი შემადგენლობით გამოვა."
მწვრთნელის ზეიმმა, რობინ ვან პერსის გოლის შემდეგ, იმაზე მიგვანიშნა, რომ მას ძალიან სურს ამ ტიტულის მოგება, რაც ბოლოს მისმა კლუბმა 2004 წელს შეძლო.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, ხვალინდელ მატჩზე. – აცხადებს ბოსი. – ჩვენ გვსურს მოედანზე გასვლა და ამ თასის მოპოვება."
"დიდი ხანია ეს ტიტული აღარ მოგვიპოვებია, რადგან ჩვენ გადახალისებული შემადგენლობით გამოვდიოდით მინდორზე. ჩვენ სახლში ვთამაშობთ, რაც კლუბს უპირატესობას ანიჭებს. თუ ამ მეტოქეს დავამარცხებთ, შევხვდებით "ფულჰემსა" და "ბლექპულს" შორის გამარჯვებულს."