თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 08:30
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3780,
კომენტარები: 7
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" 4-1
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის მე-6 ტური "ოლდ ტრაფორდზე" გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, "ლესტერ სიტი" მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიომ გუნდის კაპიტანი, უეინ რუნი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. შეხვედრაში გუნდს სმოლინგმა უკაპიტნა. 22-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში სწორედ ინგლისელმა გახსნა. ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა 5-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. 37-ე წუთზე პოგბა-ლინგარდის კომბინაცია ხუან მატამ გოლით დააგვირგვინა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. ზუსტად 3 წუთში ესპანელის გადაცემით რეშფორდმა ისარგებლა და "ლესტერს" მესამე გოლი გაუტანა. თავი პოლ პოგბამაც გამოიჩინა, 42-ე წუთზე ფრანგმა მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. "ლესტერმა" ერთი ბურთის გაქვითვა მეორე ტაიმში შეძლო გრეის ბრწყინვალე გოლის წყალობით.

"წითელმა ეშმაკებმა" მოქმედი ჩემპიონები 4-1 გაანადგურეს და პრემიერ ლიგის მიმდიანრე სეზონში მეოთხე მოგება მიითვალეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" 4-1

გოლები: სმოლინგი '22, მატა '37, რეშფორდი '40, პოგბა '44 - გრეი '60
გაფრთხილება: ჰუტი, სიმპსონი
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი

შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვალენსია, ბაიი, ბლინდი, სმოლინგი, ერერა, პოგბა, მატა (იანგი 87'), რეშფორდი (რუნი 83'), ლინგარდი (კერიკი 78'), იბრაჰიმოვიჩი.

ლესტერი: ცილერი, სიმპსონი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, დრინკუოტერი, ამარტეი, ოლბრაიტონი (შლუპი 62'), მარეზი (გრეი 45'), სლიმანი, ვარდი (კინგი 45').

პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი



მიმოხილვა

მიმოხილვები, სრული მატჩები
7 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
25 სექტემბერი 2016 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კარგი თამაში გამოვიდა და მგონი რამოდენიმე ფეხბურთელი რომელიც მონაწილეობას იღებდა რომ მთელ გუნდს 98კმ დაეფარა აზრზე მოვლენ და გაანძრევენ უკანაებს 98 კმ ით დღეს პრემიერლიგაში ვერავის მოუგებ...ალბათ ბევრი არც დამეთანხმება და ბევრიც დამეთანხმება თუ ვიტყვი რომ უოტფორდთან ტოტალურ გატეხვას ქონდა ადგილი,დაწყებამდეც ჩანდა რომ უნდა გაეტეხა,შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია და შორს არ არის ის დრო სიტიც რო პადობნი თამაშს გატეხავს ტუმცა მსაჯები წყალობენ ძალიან ისევ და ისევ
1
№2
ავტორი: Gamkrelidze
25 სექტემბერი 2016 11:32
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
საღოლ ბიჭებო love
0
№3
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2016 12:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ კიდევ ბევრი რამეა გამოსასწორებელი მარა საუკეთესო თამაში იყო წელს
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 სექტემბერი 2016 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე სტაბილურად უნდა გააგრძელონ
0
№5
ავტორი: ikeoni
25 სექტემბერი 2016 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ესე უნდა გავაგძელოთ მთავარი სტაბილურობაა love
0
№6
ავტორი: Legend Sir Alex
25 სექტემბერი 2016 18:34
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რაც მთავარია ეს კარგი მუხტი შეინარჩუნოს გუნდმა და გააგრძელეონ მოგებათა სერია good2
0
№7
ავტორი: REDmonday
26 სექტემბერი 2016 14:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: levionok
კარგი თამაში გამოვიდა და მგონი რამოდენიმე ფეხბურთელი რომელიც მონაწილეობას იღებდა რომ მთელ გუნდს 98კმ დაეფარა აზრზე მოვლენ და გაანძრევენ უკანაებს 98 კმ ით დღეს პრემიერლიგაში ვერავის მოუგებ...ალბათ ბევრი არც დამეთანხმება და ბევრიც დამეთანხმება თუ ვიტყვი რომ უოტფორდთან ტოტალურ გატეხვას ქონდა ადგილი,დაწყებამდეც ჩანდა რომ უნდა გაეტეხა,შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია და შორს არ არის ის დრო სიტიც რო პადობნი თამაშს გატეხავს ტუმცა მსაჯები წყალობენ ძალიან ისევ და ისევ

დე ბრიუინი არ ეყოლებათ ახლა 4 კვირა მაგათ ტოტენჰემთან ევერტონ და სოტონთან

ციტატა: გიორგი
ჯერ კიდევ ბევრი რამეა გამოსასწორებელი მარა საუკეთესო თამაში იყო წელს

ინდივიდუალურად უშვებდნენ ზოგან შეცდომებს, ერერაც მატაც პოგბაც ლინგარდიც. მარა რატომღაც კარგად აზღვევდნენ ერთმანეთს დაკარგული ბურთის მერე და მალევე ამოქონდათ ბურთი და არც ლესტერს აძლევდნენ თამაშის წაყვანის საშუალებას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top